Search
Or
ტერიაკის სოუსი

ტერიაკის არომატული სოუსი თანაბრად უხდება ხორცს, თევზს, ქათამს, ბოსტნეულს და ბრინჯს. შესაძლოა წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, თუმცა მისი მომზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

ინგრედიენტები:

სოიოს სოუსი - 100 მლ.

ყავისფერი შაქარი - 2 სუფრის კოვზი

ნიორი - 2 კბილი

ჯანჯაფილი - 1 ჩაის კოვზი

თაფლი - 1 სუფრის კოვზი

მირინი (ან ღვინის ძმარი) – 1 სუფრის კოვზი

წყალი - 50 მლ.

სახამებელი - 3 ჩაის კოვზი

მომზადების წესი: გახეხეთ ნიორი და ჯანჯაფილი. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში, ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში, ნახევარი მასა უნდა აორთქლდეს და შედედება დაიწყოს.  

არ დაგავიწყდეთ, შეინახეთ სოუსი ჰერმეტულად დახურულ შუშის ჭურჭელში. 

Expret Advices