Search
ან
ჩამოლაბორანტებული საცივი

ბაჟე ქართული სიტყვაა და ჩამოლაბორანტებულ საცივს ნიშნავს. მეგრულმა სამზარეულომ ბაჟე საცივის ყოველდღიურ, მარტივად მოსამზადებელ ალტერნატივად აქცია. 

მას მიირთმევენ ღომთან, ქათმის ხორცთან და თევზთან ერთად.  

მის დასამზადებლად საჭიროა 500 მლ გადადუღებული წყალი, 250გ ნიგოზი,  2 კბილი ნიორი, ხმელი სუნელი, ქინძი,  ყვითელი ყვავილი, წითელი წიწაკა და მარილი. 

გაატარეთ ნიგოზი ხორცის საკეპ მანქანაში ნიორთან ერთად 2-ჯერ ან 3-ჯერ. დაუმატეთ მას ყველა მშრალი ინგრედიენტი და ხელით გადაზილეთ ისე, რომ ზეთი გამოუვიდეს ( ეს ოქროსფერი სიმდიდრე ბოლოს მოაპკურეთ, როგორც გამარჯვების ნიშანი) ამის შემდეგ გაათხელეთ წყლით სასურველ კონსისტენციამდე.  

წყლის მაგივრად ბულიონის გამოყენებაც არის შესაძლებელი, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბაჟე უფრო ნოყიერი და კალორიული იქნება. 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები