Search
ან
შემწვარი გოჭი
შემწვარი გოჭი
საფეხური 1 გასუფთავებული გოჭი გავჭრათ ლავიწთან, რომ მაყალზე იოლად დაეტიოს.
საფეხური 2 შიგნიდან წავუსვათ აჯიკა.
საფეხური 3 გადმოვაბრუნოთ, დავდოთ ლანგარზე და გარედანაც წავუსვათ აჯიკა.
საფეხური 4 გავახუროთ ღუმელი 160 გრადუსზე და შევდგათ გოჭი 2 საათით.
საფეხური 5 გავადნოთ ტაფაზე კარაქი და გამოვიღოთ გოჭი ღუმელიდან.
საფეხური 6 წავუსვათ კარაქი ცხელ გოჭს.
საფეხური 7 ვაცადოთ გაცივება და შემდეგ დავჭრათ ულუფებად.
საფეხური 8 დავალაგოთ თეფშზე და სუფრასთან მივიტანოთ ტყემალთან ან პომიდვრის საწებელთან ერთად.
ინგრედიენტები
4 4 კგ. გოჭი
50 50 გრ. აჯიკა
200 200 გრ. ნაღების კარაქი
მარილი გემოვნებით

თეგები