უგემრიელესი ამერიკული კერძის დასაგემოვნებლად სულაც არ არის საჭირო სწრაფი კვების ობიექტებში სიარული.
მიჰყევით ჩვენს რეცეპტს და მიირთვით ქათამი KFC-ის სტილში სახლიდან გაუსვლელად.
4
4
ცალი
ქათმის თეძო
8
8
ცალი
ქათმის ფრთა
50
50
გრ.
აჯიკა
200
200
გრ.
ფქვილი
100
100
გრ.
სიმინდის სახამებელი
5
5
გრ.
დარიჩინი
20
20
გრ.
ქინძი
20
20
გრ.
ნიორი
20
20
გრ.
კამა
200
200
გრ.
არაჟანი 30%
1
1
მწიკვი
პილპილი
1
1
მწიკვი
დაფქული ნიორი
ქათმის ნაჭრები გავასუფთაოთ, დავანაწევროთ, მოვაყაროთ დარიჩინი, შავი პილპილი, დაფქული ნიორი, მარილი და კარგათ შევზილოთ. პარალელურად, გავტეხოთ კვერცხი და შევურიოთ აჯიკა. აჯიკა არის სიცხარისთვის, გემოვნებით დაარეგულირეთ მისი რაოდენობა.
პარალელურად, ბლენდერში მოვათავსოთ ნიორი, ქინძი, კამა, არაჟანი და 2-3 გრ. მარილი. კარგად დავაბლენდეროთ. ამ სოუსს რანჩ სოუსი ჰქვია. ამერიკაში არაჟნის მაგივრად კრემ-ფრეშს ხმარობენ, თუმცა ჩვენ ასე ჩავანაცვლეთ ეს ინგრედიენტი.
შევურიოთ სიმინდის სახამებელი, ფქვილი და 2-3 გრ. მარილი. ქათმის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ კვერცხიან მასაში და შემდეგ ფქვილში.
ქათამი შევწვათ ბევრ ზეთში 160-170 გრადუს ცელსიუსზე.
შემწვარი ქათამი გავაშროთ ერთჯერად ხელსახოცზე.
სერვირება
მივირთვათ რანჩ სოუსთან ერთად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი