Search
ან
კუპატი
60+ წუთი
საშუალო
201-500 კკალ
ინგრედიენტები
200 200 გრ. საქონლის ან ღორის შიგნეულობა
50 50 გრ. საქონლის ან ღორის ნაწლავი
2 2 კბილი ნიორი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1/2 1/2 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
50 50 გრ. კოწახურის ან ბროწეულის მარცვლები
საფეხური 1
კარგად გავრეცხოთ შიგნეულობა. ნაწლავები გავრეცხოთ სიმინდის ფქვილით და ამოვატრიალოთ.
საფეხური 2
შიგნეულობა მოვხარშოთ. წვრილად დავჭრათ და შევკმაზოთ მოცემული სუნელებით.
საფეხური 3
ნაწლავი ჩამოვაცვათ ძაბრზე ან სოსისის აპარატზე და ამოვავსოთ უკვე შეკმაზული შიგნეულობით. შევკრათ წრე ნაწლავისგან.
საფეხური 4
ჩამოვკიდოთ კუპატი გრილ ადგილას, რომ გამოშრეს. შევწვათ ტაფაზე, გრილზე ან კეცზე.

სერვირება

გავაფორმოთ მწვანილით, ბროწეულით ან კოწახურით. მივირთვათ ბორჯომთან ერთად.