Search
Or
Პასტა

ფქვილის და წყლის კომბინაციით შექმნილი საკვები, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფორმა ან გულსართი, საუკუნეებს ითვლის და დღეს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. 
არავინ იცის პასტის მაგვარი საკვები პირველად სად მოამზადეს, არსებობს თეორიები, რომელიც უკავშირდება ჩინეთს, რომის იმპერიას, საბერძნეთს, არაბეთს... თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ წყლისა და ფქვილის ნაზავი სახელად “maccaruni”, მოხარშული მარილწყალში და მირთმეული სოუსთან ერთად, ჭეშმარიტად იტალიური საკვებია.
Საშუალო სტატისტიკური იტალიელი წელიწადში 30 კილოგრამ პასტას მიირთმევს. ყოველი 10 იტალიელიდან 6-სთვის პასტა ყოველდღიური კერძია. ამ სტატისტიკის წაკითხვის შემდეგ, Სულაც არ არის გასაკვირი პასტის 350-მდე სახეობის არსებობა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული, ალბათ მიხვდით, სპაგეტია - წვრილი, გრძელი, ცილინდრული ფორმის პასტა, ყველაზე ხშრად პომიდვრის სოუსთან ერთად მირთმეული. 

არსებობს პასტის ორი სახეობა - ნედლი და გამომშრალი.
ნედლი პასტა მზადდება წვრილად დაფქული, შედარებით რბილი ფქვილისგან - 00, ეს ფქვილი გამოირჩევა გლუტენის დაბალი შემცველობით, თუმცა ხშირად ერევა სხვა სახეობის ფქვილი, განსხვავებული ეფექტის მისაღებად. 
გამომშრალ პასტას ამზადებენ სპეციალური ხორბლისგან - სემოლინა, რომელიც ცნობილია როგორც მყარი სახეობის ხორბალი, ის გამოირჩევა გლუტენის მაღალი შემცველობით. ეს პასტაა, რომელსაც მაღაზიის დახლებზე შეხვდებით.
ორივე სახეობის პასტა შესაძლოა მომზადდეს კვერცხით ან მის გარეშე, თუმცა გასაშრობად განკუთვლილ პასტას კვერცხით უფრო იშავიათად ამზადებენ.
მთავარი გამოწვევა პასტის მომზადებისას არის პასტის სახეობების და სოუსების შეხამება. Ზოგიერთი სოუსი უხდება მხოლოდ ნედლ პასტას, სხვა უფრო მშრალს, ზოგი გრძელ პასტას, ზოგიც კი მოკლეს. Რეგიონების მიხედვით იცვლება პასტის ფორმები, სოუსები და კომბინაციები.

Რა უნდა გავითვალისწინოთ პასტის და სოუსის შეხამებისას:
გრძელი და მომრგვალებული ფორმის პასტებს, როგორიცაა spaghetti, capellini, spaghettini, აწყვილებენ შედარებით მსუბუქ სოუსებთან, მაგალითად პომიდვრის, ზეითუნის ზეთის და ნივრის, იმისთვის რომ პასტა არ დამძიმდეს და საჭმელად კომფორტული იყოს. ამატებენ ასევე დაჭრილ მწვანილს, შებრაწულ პანჩეტას, გახეხილ ყველს ან დაჭრილ პომიდვრებს.
Ბრტყელი და გრძელი პასტის სახეობები, როგორიცაა fettuccine, linguine, tagliatelle, pappardelle, წყვილდება შედარებით უფრო კრემოვანი ტექსტურის მქონე სოუსებთან, ასევე ხორციან სოუსებთან. მაგალითად ყველასთვის კარგად ნაცნობი სოუსი ბოლონეზე აუცილებლად ტალიატელესთვის მზადდება და არა სპაგეტისთვის, ეს დიდი შეცდომაა, რომელსაც იტალიელი, განსაკუთრებით კი ბოლონიელი, არ გაპატიებთ.
Მოკლე სახეობები, როგორიცაა penne, rigatoni, ziti, განკუთვნილია წვნიანებისთვის, პასტის სალათებისთვის ან კასეროლესთვის. Farfalle, fusilli, conchiglie თავიანთი სტრუქტურული ფორმის გამო კარგად იჭერს შედარებით მსუყე სოუსებს.
Მოკლე და გახვრეტილი პასტები, მაგალითად macaroni და ditalini, იდეალურია ღუმელში გამომცხვარი, ყველის სოუსებთან ერთად, ასევე სალათებში და წვნიანებში.