• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

პასტა დაფარული ბოსტნეულით

გამარჯობა, მე ვარ სალომე გოგლიძე, კლინიკური ნუტრიციოლოგი. პროფესია სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დროს ავარჩიე და ამჟამად შოტლანდიის, აბერდინის უნივერსიტეტის კლინიკური ნუტრიციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე ვაგრძელებ სწავლას.
განათლება მაქვს მიღებული ასევე ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც დავიწყე მუშაობა კლინიკა მრჩეველში ადამიანებთან, რომელთაც აქვთ კვებით გამოწვეული სხვადასხვა დისკომფორტი/დარღვევა და სჭირდებათ კვებითი ჩვევის გაუმჯობესება. ჩემი მეორე სამსახური ჩემპიონთა აკადემიაა, სადაც სპორტით დაკავებულ ადამიანებს ვეხმარები კვების გაუმჯობესებასა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღწევაში. ბალანსირებული, მცენარეული პროდუქტით მდიდარი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, რადგან სწორედ ეს მეხმარებოდა ვყოფილიყავი ფიზიკურად აქტიური და ხალისით მიმეღწია სასურველი მიზნებისთვის. ინსტაგრამი და ტიკ-ტოკი არაჩვეულებრივი გზა აღმოჩნდა გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებისთვის, რასაც დღემდე აქტიურად ვაგრძელებ.
ნებისმიერი რეცეპტი თუ კერძი, რომელსაც თავად ვამზადებ ან ვუზიარებ ჩემს გამომწერებს, მდიდარია მცენარეული პროდუქტით. მცენარეული პროდუქტის სიჭარბე ბალანსირებული კვების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. დღესაც გთავაზობთ ძალიან მარტივ, ბალანსირებულ და რაც მთავარია მცენარეული პროდუქტებით მდიდარ კერძს - „პასტა დაფარული ბოსტნეულით“.
კერძი არაჩვეულებრივია ასევე ბავშვებისთვის, ვინც არ იღებს ბოსტნეულს ჩვეული სახით.

პასტა დაფარული ბოსტნეულით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

სალომე გოგლიძე

რეცეპტის ავტორი

სალომე გოგლიძე

პასტა დაფარული ბოსტნეულით

ინგრედიენტები

ზეითუნის ზეთი

1 სუფრის კოვზი

წითელი ხახვი, დაჭრილი

1 ცალი

სტაფილო, გარეცხილი, გათლილი და დაჭრილი;

1 ცალი

წითელი ბულგარული წიწაკა, გარეცხილი და დაჭრილი

1 ცალი

ნიახურის ღერო, გარეცხილი და დაჭრილი

1 ცალი

გაჭყლეტილი ნიორი

3 კბილი

ქილის დაჭყლეტილი პომიდორი

250 მილილიტრი

ორეგანო

1 /2 ჩაის კოვზი

სპაგეტი (მშრალი წონა)

360 გრამი

მორთეთ ცოცხალი შაშკვლავი და პარმეზანი

საფეხური

droplet

1

chef

მომზადების მეთოდი: გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეთი, მოათავსეთ დაჭრილი ხახვი, ნიახური, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. მოამზადეთ ბოსტნეული 5 წუთის განმავლობაში, სანამ დარბილდება. პერიოდულად ურიეთ.

საფეხური

droplet

2

chef
აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ სპაგეტი შეფუთვაზე არსებული მითითებების მიხედვით. ამასობაში, ბოსტნეულს დაუმატეთ პომიდორი, ნიორი, მარილი და ორეგანო, ოდნავ მოშუშეთ.

საფეხური

droplet

3

chef
დაუმატეთ ბოსტნეულს 180 მლ. სპაგეტის ნახარში. მასა გადაიტანეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ. დაბლენდერებული მასა ისევ მოათავსეთ ტაფაზე და წამოადუღეთ. დაუმატეთ გადაწურული სპაგეტი და კარგად აურიეთ.

საფეხური

droplet

4

chef
მოაყარეთ პარმეზანი და ცოცხალი შაშკვლავი. გამოდის 3-4 ულუფა.

სერვირება

droplet

5

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone