Search
ან
ღორის მუცელი ალუბლის ტყემლით
30-60 წუთი
ადვილი
500+ კკალ

ნინო ტურაშვილი 25 წლის კულინარია, რომელიც ახალ კერძებს იმერული ოჯახის მოგონებებითა და სიყვარულით ქმნის. 
ნინოს ურთიერთობა სამზარეულოსთან კულინარიის აკადემიაში სწავლით დაიწყო და ცნობილ რესტორან ,,ქეთო და კოტე"_ს სამზარეულოში მუშაობით გაგრძელდა. პროფესიული გამოცდილებისა და უნარების განვითარების მიზნით, პრაქტიკა გავლილი აქვს დანიის ერთ-ერთ სასტუმროს რესტორანში. ნინო არასდროს წყვეტს განვითარებას და დარწმუნებულია, რომ მისი მთავარი მიღწევები ჯერ მხოლოდ წინ არის. ის ცნობილია, როგორც სატელევიზიო შოუს, ,,სამზარეულოს ომების" 2022 წლის სეზონის გამარჯვებული. 

ნინო  ,,ბუშმალას" თანადამფუძნებელი და მთავარი შეფია. ,,ბუშმალა" ჯერ მხოლოდ 2 თვისაა და ნინოს ყველაზე დიდი მიზანი საკუთარი საქმის განვითარებაა.
,,ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი უნიკალურია და მთავარი მათი სიყვარულის მოპოვებაა. სწორედ ამიტომ, უნიკალურ გემოებთან ერთად, ვაზიარებთ დადებით ემოციებს. თუ ,,ბუშმალას" გამოიწერთ, თითოეულ შეკვეთას მოჰყვება ჩვენი სიყვარული და ხელით ნაწერი ბარათები"_ამბობს ნინო. 

ინგრედიენტები
300 300 გრ. ალუბალი
4 4 კბილი ნიორი
1 1 სუფრის კოვზი შაქარი
მწვანე წიწაკა
1 1 კგ. ღორის მუცელი
ტყემლის ტყემლის ინგრედიენტები:
1/2 1/2 თავი წითელი ხახვი
3 3 ცალი მწვანე წიწაკის მჟავე
5 5 ცალი შავი ქლიავის ჩირი
5 5 ცალი ჩერი პომიდორი
დრესინგი: დრესინგი:
კახური ზეთი კახური ზეთი
ძმარი ძმარი
მარილი მარილი
პილპილი პილპილი
საფეხური 1
ხორცი გავასუფთაოთ არასასურველი ნაწილებისაგან
საფეხური 2
შევაზილოთ მარილი კარგად და დავიწყოთ დაბრაწვა მაღალ ცეცხლზე ცხიმის მხრიდან.
საფეხური 3
შემდეგ გამოვაცხოთ 230 გრადუსზე 30 წუთი.
საფეხური 4
ტყემლის ინგრედიენტები დავაბლენდეროთ და წამოვადუღოთ.
საფეხური 5
დრესინგის ყველა ინგრედიენტი ავურიოთ და დავუმატოთ სალათას. გემრიელად მიირთვით!

თეგები