• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

ნინო ტურაშვილი

ნინო ტურაშვილი
uploads/ნინო-ტურაშვილი-1-69ee7fa5.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

ნინო ტურაშვილი 25 წლის კულინარია, რომელიც ახალ კერძებს იმერული ოჯახის მოგონებებითა და სიყვარულით ქმნის. 

ნინოს ურთიერთობა სამზარეულოსთან კულინარიის აკადემიაში სწავლით დაიწყო და ცნობილ რესტორან ,,ქეთო და კოტე"_ს სამზარეულოში მუშაობით გაგრძელდა. პროფესიული გამოცდილებისა და უნარების განვითარების მიზნით, პრაქტიკა გავლილი აქვს დანიის ერთ-ერთ სასტუმროს რესტორანში.

ნინო არასდროს წყვეტს განვითარებას და დარწმუნებულია, რომ მისი მთავარი მიღწევები ჯერ მხოლოდ წინ არის. ის ცნობილია, როგორც სატელევიზიო შოუს, ,,სამზარეულოს ომების" 2022 წლის სეზონის გამარჯვებული. 

ნინო  ,,ბუშმალას" თანადამფუძნებელი და მთავარი შეფია. ,,ბუშმალა" ჯერ მხოლოდ 2 თვისაა და ნინოს ყველაზე დიდი მიზანი საკუთარი საქმის განვითარებაა.
,,ჩვენთვის თითოეული მომხმარებელი უნიკალურია და მთავარი მათი სიყვარულის მოპოვებაა. სწორედ ამიტომ, უნიკალურ გემოებთან ერთად, ვაზიარებთ დადებით ემოციებს. თუ ,,ბუშმალას" გამოიწერთ, თითოეულ შეკვეთას მოჰყვება ჩვენი სიყვარული და ხელით ნაწერი ბარათები"_ამბობს ნინო. 

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone