Search
ან
ხის სოკოს სალათა მწვანე ვაშლისა და ჩერი პომიდვრის მარინადით
30-60 წუთი
რთული
მსუბუქი
201-500 კკალ

“Მე ირინა ვარ, რესტორატორი, კვების ობიექტებისთვის მენიუსა და კონცეფციას უკვე მერვე წელია ვადგენ, თუმცა ამის გარდა სულ ვცდილობ გასტრონომიული სამყაროს გარშემო ყველა ახალი გამოწვევა მივიღო და ჩავერთო ახალ, სასარგებლო პროექტებში. ჩემთვის კულინარია და საკვებ პროდუქტებთან შეხება ადრეული ასაკიდანვე სიახლის ძიებასთან ასოცირდებოდა, სწორედ ამ ძიებისა და ექსპერიმენტების პროცესში მივხვდი, რომ კულინარია ის სფერო იყო, რომელიც აუცილებლად ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი უნდა გამხდარიყო. კულინარია ის ხელოვნების დარგია, რომელიც ყველა ემოციურ კომპონენტს გივსებს, ის რაც დიდ სიყვარულს, ყურადღებას და გამბედაობას მოითხოვს, სულ სწავლის და აღმოჩენის პროცესში ხარ” - ირინა ელიოზიშვილი

ინგრედიენტები
40 40 გრ. რუკოლა
40 40 გრ. აისბერგი
250 250 გრ. ჭარხლის ფოთოლი
7 7 გრ. რეჰანი
30 30 გრ. კიმჩის დრესინგი
100 100 გრ. ხის სოკო
8 8 გრ. ჩერი პამიდვრის მარინადი
6 6 გრ. ვაშლის მარინადი
40 40 გრ. მწვანე ვაშლის მარინადი
7 7 გრ. პარმეზანი
5 5 გრ. სუნელებიანი თხილის მიქსი
8 8 მლ. ზეითუნის ზეთი
მწვანე ვაშლის მარინადი:
240 240 გრ. მწვანე ვაშლი
20 20 გრ. დიჟონის მდოგვი
20 20 გრ. თაფლი
50 50 მლ. ყურძნის ძმარი (პონტი)
150 150 მლ. წყალი
1 1 მწიკვი მარილი
ჩერი პომიდვრის მარინადი:
240 240 გრ. ჩერი პომიდორი
20 20 გრ. დიჟონის მდოგვი
50 50 მლ. ბალზამიკო ძმარი
20 20 გრ. თაფლი
2 2 მწიკვი მარილი
50 50 მლ. წყალი
15 15 მლ. ზეითუნის ზეთი
მწვანე დრესინგი:
1 1 ცალი ლიმონი
1 1 ცალი ლაიმი
90 90 გრ. მიწის თხილი
15 15 გრ. პიტნა
45 45 გრ. ქინძი
25 25 გრ. კამა
50 50 გრ. პარმეზანი
25 25 მლ. ზეითუნის ზეთი
80 80 მლ. წყალი
60 60 გრ. კრემყველი
50 50 გრ. არაჟანი
1 1 ჩაის კოვზი მარილი
კიმჩის დრესინგი:
15 15 გრ. სრირაჩა
20 20 გრ. მდოგვი
25 25 გრ. თაფლი
1 1 მწიკვი მარილი
18 18 მლ. ყურძნის ძმარი
27 27 მლ. ზეითუნის ზეთი
საფეხური 1
ჩერი პომიდვრის მარინადი: ჯამში ასხამთ წყალს, ბალზამიკო ძმარის (არა შესქელებული.), ზეითუნის ზეთს, ამატებთ თაფლს, დიჟონის მდოგვს, მარილს და კარგად თქვეფთ, ისე რომ კარგად გაიხსნას ყველა ინგრედიენტი Შუაზე ჭრით ჩერი პომიდორს, ასხამთ მიღებულ სითხეს და ინახავთ მაცივარში (შენახვა რეკომენდებულია 1 კვირის განმავლობაში)
საფეხური 2
მწვანე დრესინგი: უხეშად დაჭერით მწვანილი, გაპუტეთ პიტნა, ჩაუშვით ბლენდერის ჭიქაში, ჩააწურეთ ლიმონი და ლაიმი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, მიწის თხილი, წყალი და კარგად დააბლენდერეთ. ჯამში გადაიტანეთ მიღებული მასა, დაამატეთ გრამაჟით მოცემული რძის პროდუქტები, წვრილად ჩაახეხეთ პარმეზანი, მოაყარეთ მარილი და კარგად ამოურიეთ მარიზით, სოუსი მზად არის (შენახვა რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში)
საფეხური 3
კიმჩის დრესინგი: ყველა ინგრედიენტი ჩაუშვით ხელის ბლენდერის ჭიქაში, ბოლომდე ჩადეთ ხელის ბლენდერის თავი და კარგად დააბლენდერეთ ისე, რომ გაკეთდეს ემულსია თუ არ გაქვთ ხელის ბლენდერი, ღრმა ჯამში ჩაუშვით ყველა ინგრედიენტი ზეთის გარდა, კარგად გახსენით სათქვეფით ერთმანეთში, ამის შემდეგ სათქვეფის სწრაფი მორევით დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ისე რომ გაკეთდეს ემულსია (შენახვა რეკომენდებულია 1-2 კვირის განმავლობაში)
საფეხური 4
ჭარხლის ფოთოლს ჭრით საშუალო ზომაზე, რუკოლას ასუფთავებთ ღეროებისგან, დაპუტეთ რეჰანის ფოთლები, აისბერგი დაჭერით თხელ ჟულიენებად, ერთად გადაიტანეთ ჯამში, დაასხით კიმჩის დრესინგი და ნაზად ამოურიეთ
საფეხური 5
Სალათის ფოთლების მასა გადაიტანეთ სასურველ თეფშზე, დაადეთ წინასწარ ზეითუნის ზეთში/მარილში/პილპილში შემწვარი ხის სოკო, მიუწყვეთ ჩერი პომიდვრის მარინადი, მწვანე ვაშლის მარინადი, პარმეზანი, გარშემო ასხამთ მწვანე სოუსს და აყრით სუნელებიანი თხილის მიქსს.
საფეხური 6
Სალათა მზად არის, გემრიელად მიირთვით.

თეგები