Search
ან
შუ ლამპონესგან
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

დესერტების ვიზუალის და გემოების გადაკეთება-გალამაზება ყოველთვის მომწონდა, სწორედ ამიტომ დავიწყე კულინარიის აკადემიაში სწავლა.

შემდეგ იყო ფრანგული კონდიტერიის კურსები დათო გორგოშიძესთან და ჩემი აზარტულობის დამსახურებით, კიდევ არაერთი უცხოური მასტერკლასი. სიახლე და განსხვავებულობა ჩემთვის გამოწვევაა. ამიტომ, შეიქმნა ჩემი ონლაინ საკონდიტრო "ლამპონე", ჩემი მეოთხე შვილი. და მალე გაიხსნება საკონდიტრო, რომელიც იტყვის ყველასგან განსხვავებულ სათქმელს. დღეს გთავაზობთ საფირმო "შუს ნაკრების" რეცეპტს - შორენა წითლიძე

ინგრედიენტები
625 625 მლ. რძე
125 125 მლ. წყალი
250 250 გრ. კარაქი
4 4 ცალი კვერცხი
4 4 ცალი კვერცხის გული
255 255 გრ. შაქარი
65 65 გრ. სიმინდის სახამებელი
150 150 გრ. ნაღები
250 250 გრ. ფქვილი
3 3 გრ. მარილი
საფეხური 1
შუს ცომისთვის დაგჭირდებათ: 125 მლ. წყალი, 100 გ კარაქი, 5 გ შაქარი, 3 გ მარილი, 4 კვერცხი, 1 კვერცხის გული, 150 გრ ფქვილი. საკონდიტრო ქვაბში მოვათავსოთ რძე, წყალი, კარაქი, შაქარი, მარილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ერთჯერადად ჩავყაროთ ფქვილი და უწყვეტი მორევით მოვშუშოთ 5-7 წუთის განმავლობაში.
საფეხური 2
მოხარშული ცომი გადმოვიტანოთ საკონდიტრო ჯამში. ოდნავ რომ შეგრილდება, შევათქვიფოთ კვერცხი ეტაპობრივად. ცომი უნდა გახდეს სქელი ზონრის კონსისტენციის. გადავიტანოთ ტომარაში. დავსვათ საცხობ ლანგარზე პატარა ბურთებად. თავზე დავადოთ მრგვლად ამოჭრილი კრაკელინი. ​ცხობის რეჟიმი: 200 გრადუსზე 10 წუთი, შემდგომ 170 გრადუსზე 20 წუთი.
საფეხური 3
რაკელინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 100 გ ფქვილი, 100 გ შაქარი, 100 გ კარაქი. ფქვილი, შაქარი და კარაქი გავაერთიანოთ. მიღებული მასა გავაბრტყელოთ ორ საცხობ ქაღალდს შორის. დავაყოვნოთ საყინულეში და ამოვჭრათ სასურველი ზომის წრეები.
საფეხური 4
კრემ-პატისიერი: 500 მლ რძე, 3 კვერცხის გული, 130 გ შაქარი, 60 გ სიმინდის სახამებელი, 50 გ კარაქი, 150 გ ნაღები. ავადუღოთ რძე, კვერცხის გული, შაქარი და სახამებელი მსუბუქად გადავთქვიფოთ. ცხელი რძე დავასხათ კვერცხიან მასას, მოვურიოთ და დავაბრუნოთ ისევ ქვაბში.
საფეხური 5
უწყვეტი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ 3-4 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცხელ კრემს დავუმატოთ კარაქი. დავგრინოთ კონტაქტურად და გავაციოთ.
საფეხური 6
ცივი კრემი გადავთქვიფოთ მიქსერით, პრიალა კონსისტენციამდე. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ კრემს.
საფეხური 7
კონფი: 100 გ ჟოლო, 20 გ შაქარი, 5 გ სიმინდის სახამებელი, 1 ს/კ ლიმონის წვენი. ჟოლო დავაბლენდეროთ, დავამატოთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე. დავამატოთ სახამებელი, ლიმონის წვენი და მოვხარშოთ შესქელებამდე.
საფეხური 8
შუების ასაწყობად, გავხვრიტოთ შუ ძირზე, ჩავასხათ კრემი ნახევრამდე, შემდეგ კონფი და ისევ კრემი, ამოვავლოთ შოკოლადის განაშში.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!