Search
ან
ბაო ბანი ორაგულით
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
201-500 კკალ

“კულინარია პატარა ასაკიდან მიყვარდა და მსიამოვნებდა პროდუქტებთან თამაში, მაგრამ პროფესიული განათლება ამ განხრით არსად მიმიღია. თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერი გამოცდილება და მონდომებაა, ამ დროში ინტერნეტის საშუალებით და ონლაინ კურსებით თითქმის ყველაფრის სწავლა და ყველა წინაღობის გადალახვა შეიძლება, თუ მოინდომებ.
ვოკჰაუსის იდეა რამდენიმე თვის წინ დაიბადა და მალევე განხორციელდა. გვინდოდა, ქალაქში ბევრი ნაცნობი კერძის ჩვენეული ვერსია გვეჩვენებინა და ასევე რაღაც ახალი, განსხვავებული და საოცრად გემრიელი დაგვემატებინა. სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა ვოკჰაუსი და რაც სული უდგას ამ ობიექტს და საკვებს, რომელიც მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული და უმაღლესი ხარისხის პროდუქტით შექმნილი, ყველაფერი ჩვენ მიერ მზადდება, ატრიიდან დაწყებული სოუსებით დამთავრებული” - კოტიკო აფაქიძე, ვოკჰაუსის დამფუძნებელი.
 

ინგრედიენტები
250 250 გრ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი
3 3 გრ. საფუარი
4 4 გამაფხვიერებელი
200 200 გრ. სტაფილო
200 200 გრ. კიტრი
150 150 გრ. ვაშლის ძმარი
150 150 გრ. სოიოს სოუსი
30 30 გრ. ძმარი
90 90 გრ. შაქარი
20 20 გრ. ვორჩესტერის სოუსი
40 40 გრ. ლიმონის წვენი
10 10 გრ. ლიმონის ცედრა
3 3 გრ. დარიჩინი
3 3 გრ. ანისის ვარსკვლავი
1 1 გრ. დაღერღილი წიწაკა
13 13 გრ. ნიორი
8 8 გრ. კოჭა
15 15 გრ. სიმინდის სახამებელი
200 200 გრ. შებოლილი ორაგული
50 50 გრ. თხილი
50 50 გრ. მიწისთხილი
10 10 გრ. სეზამის მარცვლები
20 20 გრ. მწვანე ხახვი
10 10 გრ. ქინძი
საფეხური 1
ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება: 250 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 3 გრამი საფუარი, 4 გრამი გამაფხვიერებელი, 15 გრამი შაქარი, 135 გრამი წყალი (თბილი, ოთახის ტემპერატურის). მოვათავსოთ მშრალი ინგრედიენტები ერთად, დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი, სანამ არ გახდება გლუვი (თითს რომ დავაჭერთ უნდა ამოდიოდეს) მივცეთ მრგვალი ფორმა და გადავაკრათ პლასტიკი. დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი საათით ან სანამ ზომაში არ გაორმაგდება. 1 საათის შემდეგ გადავზილოთ ცომი და გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე, ჭიქის დახმარებით ამოვჭრათ რგოლები, შიდა მხარეს გადავუსვათ ზეთი თხლად, რომ ცომის ორი მხარე ერთმანეთს არ მიეკრას.
საფეხური 2
გადავკეცოთ, მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა, ფრთხილად ავიღოთ და დავდოთ საცხობ ქაღალდზე, დავასვენოთ კიდევ 25 წუთი. 25 წუთის შემდეგ გადავიტანოთ ბამბუკის ორთქლსახარშში და დავდგათ ადუღებული წყლით სავსე ქვაბზე, მომზადებას სჭირდება 14-15 წუთი, რის შემდეგაც ფუმფულა ბაოები მზად არის. ამ რაოდენობის ცომით გამოგივათ 20 ცალი ბანი.
საფეხური 3
პიკულის მოსამზადებლად კიტრი და სტაფილო დავჭრათ წვრილ, გრძელ ნაჭრებად და მოვათავსოთ მოცემულ მარინადში: 150 გ. ვაშლის ძმარი, 300 გ. წყალი, 3 გ. კოჭა, 3 გ. ნიორი, 25 გ. შაქარი.
საფეხური 4
სოუსის მოსამზადებლად ავურიოთ 150 გრამი სოიო, 160 გრამი წყალი, 30 გრამი ძმარი, 50 გრამი შაქარი, 20 გრამი ვორჩესტერის სოუსი, 40 გრამი ლიმონის წვენი, 10 გრამი ლიმონის ცედრა, 3 გრამი დარიჩინი, 3 გრამი ანისის ვარსკვლავი, 1 გრამი დაღერღილი წიწაკა (სურვილის შემთხვევაში), 10 გრ ნიორი, 5 გრ კოჭა. მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ დავამატოთ ცივ წყალში გახსნილი 15 გრამი სიმინდის სახამებელი, სოუსის შესასქელებლად.
საფეხური 5
სერვირებისთვის ბაოებს ძირზე დავასხათ ცოტა სოუსი, ჩავდოთ რულეტად დახვეული შებოლილი ორაგული (თითო ბანში 100 გ), დავასხათ ცოტაოდენი სოუსი ზემოდან, დავადოთ ჩვენ მიერ მომზადებული ბოსტნეულის მარინადი, დავაყაროთ დატეხილი, მოხალული ქართული თხილი და მიწისთხილი. დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მოხალული სეზამის მარცვლები, სულ ბოლოს ქინძის რამდენიმე ფოთოლი და ბაოები მზად არის.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!