დაუბრუნდით რეცეპტს
სტუმარი
კოტიკო აფაქიძე

“კულინარია პატარა ასაკიდან მიყვარდა და მსიამოვნებდა პროდუქტებთან თამაში, მაგრამ პროფესიული განათლება ამ განხრით არსად მიმიღია. თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერი გამოცდილება და მონდომებაა, ამ დროში ინტერნეტის საშუალებით და ონლაინ კურსებით თითქმის ყველაფრის სწავლა და ყველა წინაღობის გადალახვა შეიძლება, თუ მოინდომებ.
ვოკჰაუსის იდეა რამდენიმე თვის წინ დაიბადა და მალევე განხორციელდა. გვინდოდა, ქალაქში ბევრი ნაცნობი კერძის ჩვენეული ვერსია გვეჩვენებინა და ასევე რაღაც ახალი, განსხვავებული და საოცრად გემრიელი დაგვემატებინა.
სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა ვოკჰაუსი და რაც სული უდგას ამ ობიექტს და საკვებს, რომელიც მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული და უმაღლესი ხარისხის პროდუქტით შექმნილი, ყველაფერი ჩვენ მიერ მზადდება, ატრიიდან დაწყებული სოუსებით დამთავრებული” - კოტიკო აფაქიძე, ვოკჰაუსის დამფუძნებელი.
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი