“მე ნინო ვარ, კულინარიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ჩემთვის ეს სფერო ასოცირდება ხელოვნებასთან, მუდმივ ცვალებადობასთან და ამოუწურავ სიახლეებთან. ჩემნაირი ადამიანისათვის, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია, კულინარია საოცარი გამოსავალია, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ექსპერიმენტები, ტრადიციული დესერტების მომზადების სხვადასხვა ხერხი თუ შემავალ ინგრედიენტთა ცვლა. საოცარი ემოციაა, როდესაც რაიმე ხელშესახებსა და გემრიელს ამზადებ საყვარელი ადამიანებისთვის, მათ სახეზე გამოხატული ემოციით მოგვრილ შეგრძნებას ცოტა რამ თუ შეედრება.
კულინარიის სიყვარულმა შემაქმნევინა ინსტაგრამ-ბლოგი - Fikaberry, რომელსაც ხუმრობით, ხშირად, ჩემს შვილს ვუწოდებ. ვცდილობ თითოეულ პოსტში მაქსიმალურად ამოვწურო დესერტი, ეს იქნება მისი რეცეპტი თუ ისტორია. მომზადებასთან ერთად, ფოტოების გადაღებაც ძალიან მიყვარს, სადაც ჩემს თავს გამოვხატავ. დიდ ბედნიერებას მანიჭებს დადებითი გამოხმაურებები, რომლებიც ჩემს ერთ-ერთ საყვარელ საქმიანობას უკავშირდება და მაძლევს მოტივაციას, რომ ვაკეთო ბევრად უფრო მეტი.” - ნინო მჭედელაძე
1
1
ცალი
ქილა კონსერვირებული წითელი ლობიო
3
3
ცალი
ოთახის ტემპერატურის კვერცხი
290
290
გრ.
თეთრი შაქარი
50
50
გრ.
ნაღების კარაქი
1
1
ცალი
ფილა შავი შოკოლადი
2
2
ჩაის კოვზი
უშაქრო კაკაო
1
1
ჩაის კოვზი
ვანილის ფხვნილი
1
1
მწიკვი
მარილი
50
50
გრ.
შოკოლადის ნატეხები (ან სურვილისამებრ)
30
30
გრ.
მოხალული მარილიანი მიწისთხილი (ან სურვილისამებრ)
30
30
გრ.
მოხალული თხილი (ან სურვილისამებრ)
30
30
მლ.
წყალი
120
120
მლ.
ოთახის ტემპერატურის ნაღები
50
50
გრ.
ოთახის ტემპერატურის კარაქი
1/2
1/2
ჩაის კოვზი
მარილი
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე და გაამზადეთ საცხობი ფორმა (წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი). პირველ რიგში დაიწყეთ ბრაუნის მასის მომზადება, ლობიოს კონსერვს გადაავლეთ ონკანის წყალი და მოათავსეთ საწურზე. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ 1 ფილა შავი შოკოლადი კარაქთან ერთად და ოდნავ შეაგრილეთ.
ბლენდერში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და მარილი, დააბლენდერეთ დაახლოებით 2-3 წუთი, შემდეგ დაამატეთ ლობიოს მარცვლები და კვლავ დააბლენდერეთ, ბოლოს შეურიეთ შეგრილებული გამდნარი შოკოლადი, გაცრილი კაკაო და ვანილის ფხვნილი, აქციეთ ერთიან მასად და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.
ფორმაშივე დაუმატეთ რძიანი შოკოლადის ნატეხები და თხილეული. აცხვეთ 30 წუთი 175 გრადუსზე.
სანამ ბრაუნი ცხვება დაიწყეთ კარამელის მომზადება. ამისთვის დაგჭირდებათ:
150 გრამი თეთრი შაქარი
30 მილილიტრი ონკანის წყალი
120 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის ნაღები
50 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი
½ ჩ/კ მარილი
დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შაქარი წყალთან ერთად, არ მოურიოთ! როდესაც მასა შეყავისფრდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ნაღები ძალიან ფრთხილად და თან ურიეთ, შემდეგ კი კარაქი, მიღებული მასა კვლავ დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ 1-2 წუთი და კარამელიც მზადაა. ბოლო ეტაპზე შეგრილებულს დაამატეთ მარილი და თან დააგემოვნეთ
სერვირება
ბრაუნი კარგად გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით მარილიან კარამელთან ერთად.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი