Search
ან
ჯოსპერში გამომცხვარი ღორის ნეკნები
60+ წუთი

ვერც კი ვიხსენებ დროს, როდის შემიყვარდა კულინარია, ის კი ძალიან ნათლად მახსოვს, როგორი მოწიწებით და ინტერესით ვაკვირდებოდი სამზარეულოში მოფუსფუსე ბებოს და ვთხოვდი, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა სადილის მზადებაში. სწორედ იმ ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ისეთივე სიყვარულით, დისციპლინით და შრომით ვუდგები კულინარიას და მასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას, როგორც მაშინ. ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, ვიცი კიდევ ბევრი კულინარიული თავგადასავალი მელოდება…ყოველთვის მინდოდა  რომ დამდგარიყო დრო, როცა შევძლებდი და ქართულ კულინარიაში დიდი გადატრიალების მონაწილე გავხდებოდი, დღემდე ასე მინდა…- ნათია ღლონტი, 27 წლის.

ინგრედიენტები
1 1 კგ. ღორის ნეკნი
500 500 მლ. თეთრი ღვინო
10 10 გრ. ნიორი
100 100 გრ. თეთრი ხახვი
200 200 გრ. მწვანე ლობიო
10 10 გრ. მწვანე ქინძი
250 250 გრ. ახალი კარტოფილი
50 50 გრ. ჩერი პომიდორი
30 30 გრ. მანგოლდი
20 20 მლ. ზეითუნის ზეთი
1 1 გრ. ხმელი ქინძის მარცვლები
1 1 გრ. შავი წიწაკა
50 50 გრ. კარაქი
100 100 გრ. ყავისფერი შაქარი
50 50 გრ. თაფლი
50 50 გრ. მდოგვი
1 1 ლიტრი კეტჩუპი
30 30 მლ. ვორჩესტერის სოუსი
საფეხური 1
პირველ რიგში ღორის ნეკნებს ვამზადებთ ცხობისთვის, ვდებთ საცხობ ლანგარზე ვამატებთ თეთრ ღვინოს და ვაცხობთ 12 საათის განმავლობაში 100 გრადუსზე.
საფეხური 2
მეორე ეტაპზე ვამზადებთ ბარბექიუს სოუს: დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვათავსოთ ქვაბში ზეთთან ერთად და მოვბრაწოთ, შემდეგ დამავატოთ კარაქი, კეტჩუპი, ყავისფერი შაქარი, თაფლი, მდოგვი, ვორჩესტერის სოუსი, ამოვურიოთ ყველა ინგრედიენტს და მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღების შემდეგ გადმოვდგათ და ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ, ამის შემდეგ კი გავწუროთ. სოუსი მზად არის.
საფეხური 3
12 საათიანი ცხობის შემდეგ ღორის ნეკნები გადავიტანოთ ჯოსპერში კარგად დაბრაწვისთვის, ზემოდან კი ბარბექიუს სოუსი წავუსვათ ყველა მხრიდან. მანამ, სანამ ნეკნები მზადდება მოვამზადოთ გარნირი.
საფეხური 4
გაცხელებულ ტაფაში ვასხამთ ზეთს, გადაგვაქვს ხახვი და ნიორი, შემდეგ ვამატებთ დასუვიდებულ კარტოფილს და მოგვყავს ხახვთან და ნიორთან ერთად, კარტოფილის დაბრაწვის შემდეგ ვამატებთ ბლანშირებულ ლობიოს, ჩერი პომიდორს, ხმელ ქინძს მარილს და ბოლოს გამორთულზე, მანგოლდს და მწვანე ქინძს.
საფეხური 5
გარნირი მზად არის

სერვირება

სერვირების ტაფაზე გადაგვაქვს ლობიოს და კარტოფილის გარნირი და ზემოდან ვალაგებთ ჯოსპერში გამომცხვარ ნეკნებს. კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!