Search
ან
ორაგული გოგრის და ველური ბრინჯის გარნირით
30-60 წუთი
საშუალო

მე ვარ გაგა გაგნიძე, სასტუმრო Glarros OldTown - ის აღმასრულებელი შეფ-მზარეული.
13 წელია ვმუშაობ კულინარიის სფეროში და ამ პერიოდის მანძილზე, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ბრენდული, საერთაშორისო თუ ლოკალური სასტუმროს გახსნასა და ოპერირებაში.  
მიმუშავია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში როგორიცაა: Radisson, Hualing, Mercury, Holiday inn და ა.შ.
რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი კუნძულ კვიპროსზე, სადაც ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებთან მუშაობის ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე.
სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, მონაწილეობა მივიღე Asado Steakhouse - ის გახსნაში, სადაც დამხვდა ახალი გამოწვევები და ავითვისე ხორცპროდუქტების დავარგებისა და ჯოსპერის გრილზე მომზადების ტექნოლოგია.
ამჟამად, ჩემს კულინარიულ გუნდთან ერთად, რესტორან „გასტრომანიაში“ ყოველდღიურად ვცდილობ დავხვეწო და გავაუმჯობესო მენიუში წარმოდგენილი უგემრიელესი კერძები.
საოცრად სასიამოვნო განცდაა, თითოეული კმაყოფილი სტუმრის მიერ გაზიარებული ემოციები.
მადლიერი ვარ ჩემი კულინარიული გუნდის, თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის. მათთან ერთად ყოველი ახალი დღე საინტერესო გამოცდილებისა და საერთო წარმატების საწინდარია.

ინგრედიენტები
250 250 გრ. ორაგულის ფილე
100 100 გრ. შავი ბრინჯი
100 100 გრ. გოგრა
20 20 მლ. ზეითუნის ზეთი
20 20 გრ. ნიორი
50 50 გრ. ბოსტნეულის ნახარში
2 2 გრ. მარილი
2 2 გრ. პილპილის მიქსი
2 2 გრ. მიკრომწვანილი
30 30 გრ. კარაქი
50 50 გრ. ლიმონი
3 3 გრ. სეზამის მარცვლების მიქსი
15 15 გრ. ოხრახუში
10 10 მლ. სოიოს სოუსი
30 30 გრ. თეთრი ხახვი
10 10 გრ. კოჭა
საფეხური 1
​ორაგულის ფილეს მოვასხამთ ზეითუნის ზეთს, მოვაყრით მარილს და პილპილს, შევწვავთ 180 გრადუსზე (თითო მხრიდან 1.5 წუთის განმავლობაში)
საფეხური 2
შავ ბრინჯს გავრეცხავთ და დავდგამთ მოსახარშად. მოხარშვის შემდეგ ვამატებთ სოიოს სოუსს, დაჭრილ ოხრახუშს, ლიმონის წვენსა და პილპილს. გოგრას, თეთრს ხახვს, ნიორს და ცოტაოდენ კოჭას მოვბრაწავთ, ოქროსფერი რომ გახდეს
საფეხური 3
შემდეგ ვამატებთ ბოსტნეულის ბულიონს. მოვხარშავთ და შემდეგ ვაბლენდერებთ
საფეხური 4
სოუსის მოსამზადებლად წამოვადუღებთ 50 მლ ნაღებს (18%) და დავადუღებთ შესქელებამდე. დავუმატებთ ლიმონის წვენს, ცედრას, მარილს და პილპილს.
საფეხური 5
სერვირებისთვის თეფშზე დავასხათ გოგრის პიურე, დავდოთ ბრინჯი და ორაგულის ფილე, მოვასხათ სოუსი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და გოგრის თესლი, გავაფორმოთ მიკრო მწვანილებით და ბოლოკის თხელი ნაჭრებით.

სერვირება

გემრიელად მიირთვით !