• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

გაგა გაგნიძე

გაგა გაგნიძე
uploads/გაგა-გაგნიძე-1-54f9f582.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

მე ვარ გაგა გაგნიძე, სასტუმრო Glarros OldTown - ის აღმასრულებელი შეფ-მზარეული.
13 წელია ვმუშაობ კულინარიის სფეროში და ამ პერიოდის მანძილზე, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ბრენდული, საერთაშორისო თუ ლოკალური სასტუმროს გახსნასა და ოპერირებაში.  

მიმუშავია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში როგორიცაა: Radisson, Hualing, Mercury, Holiday inn და ა.შ.რამდენიმე წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი კუნძულ კვიპროსზე, სადაც ხმელთაშუა ზღვის პროდუქტებთან მუშაობის ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება მივიღე.

სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, მონაწილეობა მივიღე Asado Steakhouse - ის გახსნაში, სადაც დამხვდა ახალი გამოწვევები და ავითვისე ხორცპროდუქტების დავარგებისა და ჯოსპერის გრილზე მომზადების ტექნოლოგია.
ამჟამად, ჩემს კულინარიულ გუნდთან ერთად, რესტორან „გასტრომანიაში“ ყოველდღიურად ვცდილობ დავხვეწო და გავაუმჯობესო მენიუში წარმოდგენილი უგემრიელესი კერძები.

საოცრად სასიამოვნო განცდაა, თითოეული კმაყოფილი სტუმრის მიერ გაზიარებული ემოციები.მადლიერი ვარ ჩემი კულინარიული გუნდის, თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულებისთვის. მათთან ერთად ყოველი ახალი დღე საინტერესო გამოცდილებისა და საერთო წარმატების საწინდარია.

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone