ტორტელინი გოგრით და ნადუღით
“თვითნასწავლი კულინარი ვარ, მოყვარული. თუმცა კარგი „მასწავლებლები“ მყავდა – დედა, მამიდა, ბებიები... მე თვითონ გურმანი ვარ – ან გემრიელად შევჭამ ან მშიერი ვიქნები. გემოების და არომატების ერთმანეთთან დაკავშირება ეს რაღაც აზარტია, თამაში, რომელიც არ მბეზრდება.
კულინარიული ალღო თითქმის არასრდოს მღალატობს. ახალი კერძის მისაღებად საკმარისია ინგრედიენტები წარმოვიდგინო და ჩემი რეცეპტორები მაშინვე მაგრძნობინებენ მათი კომბინაციით რა გემოს მივიღებ. არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამ საქმეში დიდი ხანია ვარ – უბრალოდ რასაც ადრე მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ვაკეთებდი, ახლა უფრო მასშტაბური სახე მივეცი. ეს მაბედნიერებს. მჯერა, რომ გემრიელი კერძის საფუძველი ახალი და ჯანსაღი პროდუქტია.
იტალიური სამზარეულო განსაკუთრებით მიყვარს – მუდმივი ინსპრაციის წყაროა ჩემთვის. ალბათ იმიტომ, რომ არ გზღუდავს – საბაზისო მოთხოვნებს გიწესებს და მერე შენი განწყობის, ხასიათის, ინდივიდუალიზმის აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს.”

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
250-500 კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი