• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

თინა ოსეფაშვილი

თინა ოსეფაშვილი
uploads/00bf15f695ed8a12290645a3f1e2fe0b.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

“თვითნასწავლი კულინარი ვარ, მოყვარული. თუმცა კარგი „მასწავლებლები“ მყავდა – დედა, მამიდა, ბებიები... მე თვითონ გურმანი ვარ – ან გემრიელად შევჭამ ან მშიერი ვიქნები. გემოების და არომატების ერთმანეთთან დაკავშირება ეს რაღაც აზარტია, თამაში, რომელიც არ მბეზრდება.

კულინარიული ალღო თითქმის არასრდოს მღალატობს. ახალი კერძის მისაღებად საკმარისია ინგრედიენტები წარმოვიდგინო და ჩემი რეცეპტორები მაშინვე მაგრძნობინებენ მათი კომბინაციით რა გემოს მივიღებ. არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამ საქმეში დიდი ხანია ვარ – უბრალოდ რასაც ადრე მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ვაკეთებდი, ახლა უფრო მასშტაბური სახე მივეცი. ეს მაბედნიერებს.

მჯერა, რომ გემრიელი კერძის საფუძველი ახალი და ჯანსაღი პროდუქტია. იტალიური სამზარეულო განსაკუთრებით მიყვარს – მუდმივი ინსპრაციის წყაროა ჩემთვის. ალბათ იმიტომ, რომ არ გზღუდავს – საბაზისო მოთხოვნებს გიწესებს და მერე შენი განწყობის, ხასიათის, ინდივიდუალიზმის აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს.”

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone