• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

სეზონური სალათა ატმით

გამარჯობა, მე ვარ რუსკა ღვამიჩავა - დიდი ბრიტანეთის ასოცირებული ნუტრიციოლოგი. ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი პატარა ასაკიდან ჩემი ჰობი იყო, ხოლო შემდეგ გადავწყვიტე პროფესიად მექცია.
ამ პროფესიას ლონდონში დავეუფლე და ამ ქალაქმა დიდი გავლენა იქონია ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ამჟამად საქართველოში დავბრუნდი და ვცდილობ ჩემს სამშობლოში ხელი შევუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ვეხმარები, როგორ ადამიანებს თავიანთი ჯანმრთელობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ასევე კომპანიებს უკეთესი გარემოს შექმნაში.
მაქვს ინსტაგრამ ბლოგი, სადაც ვცდილობ ყოველთვის მარტივი კერძები და პროფესიონალური რჩევები გავუზიარო ჩემს გამომწერებს. ჯანსაღი კვება არანაირად არ არის რთული და არ მოითხოვს დიდ დროს განსაკუთრებული პროდუქტებით.
ჩემი რაციონი მდიდარია მცენარეული კერძებით და აქედან გამომდინარე, ხშირად ვცდილობ მოვამზადო გემრიელი სალათები სეზონური არომატებით.
დღეს კი სწრაფ და მარტივ ატმის სეზონურ სალათას შემოგთავაზებთ.
 

სეზონური სალათა ატმით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

მარტივი

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

რუსკა ღვამიჩავა

რეცეპტის ავტორი

რუსკა ღვამიჩავა

სეზონური სალათა ატმით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

მწიფე ატამი

1 ცალი

ისპანახი ან სალათის ფურცლები

100 გრამი

წითელი ხახვი

0.5 ცალი

ნუში (მოხალული)

30 გრამი

თხის ყველი ან ფეტა

40 გრამი

ავოკადო

0.5 ცალი

ზეითუნის ზეთი

1 სუფრის კოვზი

დიჟონის მდოგვი

0.5 ჩაის კოვზი

ბალზამიკო

1.5 სუფრის კოვზი

თაფლი

1 ჩაის კოვზი

პილპილი

0.5 მწიკვი

მარილი

0.5 მწიკვი

საფეხური

droplet

1

chef

პირველ რიგში მოვამზადოთ დრესინგი: პატარა ჯამში შევურიოთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, დიჟონის მდოგვი, ბალზამიკო და თაფლი.

საფეხური

droplet

2

chef
დიდი ჯამში მოვათავსოთ ისპანახი ან სალათის ფურცლები, დავუმატოთ დრესინგი და კარგად ავურიოთ.

საფეხური

droplet

3

chef
შემდეგ დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები: ფეტა (ან თხის ყველი), დაჭრილი ხახვი, ავოკადო, ატამი და ნუში.

საფეხური

droplet

4

chef
ზემოდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ამოვურიოთ.

სერვირება

droplet

5

chef
გემრიელად მიირთვით! იმედი მაქვს ისიამოვნებთ და ხშირად მოამზადებთ.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone