• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

კარააგე — იაპონური შემწვარი ქათამი

კარააგე — არა უბრალოდ შემწვარი ქათამია. ეს არის იაპონური გემოვნების ფილოსოფია, სადაც მთავარი  ჯერ კიდევ შეწვამდე ხდება. კანიანი ქათმის ბარკლები მარინირდება სოიოს სოუსში, კოჭაში, ნიორსა და საკეში  — ხორცი შიგნიდან იჟღენთება, უმამის იძენს, რომელსაც დამატებითი სოუსი არ სჭირდება. შემდეგ — კარტოფილის სახამებლის თხელი ფენა, რომელიც შეწვისას დელიკატურ ხრაშუნა ქერქს ქმნის, ცხიმიანი და მძიმე შეგრძნების გარეშე. გარედან — ხრაშუნი. შიგნიდან — წვნიანობა. სწორედ ეს არის იაპონური სტილი 

კარააგე — იაპონური შემწვარი ქათამი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ტრან ვან თხანგი

რეცეპტის ავტორი

ტრან ვან თხანგი

კარააგე — იაპონური შემწვარი ქათამი

ინგრედიენტები

ქათმის ბარკალი (კანიანი)

200 გრამი

სიოის სოუსი

30 მილილიტრი

კოჭა ცოცხალი (გახეხილი)

10 გრამი

ნიორი (გახეხილი)

5 გრამი

საკე

15 მილილიტრი

კარტოფილის სახამებელი (კატაკურიკო)

40 გრამი

მცენარეული ზეთი (ფრიტიურისთვის)

რეცეპტურის მიხედვით

საფეხური

droplet

1

chef

ქათმის ბარკალი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. შეურიეთ სოიოს სოუსი, გახეხილი კოჭა, ნიორი და საკე. მოათავსეთ ქათამი მარინადში მინიმუმ 30 წუთით — უკეთესია მთელი ღამით. სწორედ აქ იქმნება კერძის გემო.

ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და მსუბუქად შეანჯღრიეთ. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ  კარტოფილის სახამებელში — თხლად და თანაბრად. არ გამოიყენოთ ხორბლის ფქვილი: მხოლოდ სახამებელი ქმნის ამ დელიკატურ ტექსტურას ზედმეტი მასის გარეშე.

საფეხური

droplet

2

chef

გააცხელეთ ზეთი 170–180°C-მდე. შეწვით ქათამი მცირე პორციებად 3–4 წუთის განმავლობაში ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე. დააწყეთ ცხაურზე — და არა ქაღალდზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ქერქი დანესტიანდება. მაქსიმალური სიხრაშუნისთვის შეგიძლიათ ორჯერ შეწვათ: პირველად — მომზადებამდე, მეორე ჯერ — 1 წუთი მაღალ ცეცხლზე. 

საფეხური

droplet

3

chef

მიართვით მაშინვე — ცხელ-ცხელი, ხრაშუნა. გვერდით დააწყეთ ლიმონის ნაჭერი და არჩევანით სოუსი: მაიონეზი იუზუ ან პონზუ. მორთეთ  მწვანე ხახვით და სეზამის მარცვლებით

სერვირება

droplet

4

chef

კარააგეს მიირთმევენ მაშინვე. ლოდინის თითოეული წუთი — სიხრაშუნის დაკარგვაა. მიართვით მხოლოდ ცხელ-ცხელი.

კომენტარები

Most Recent

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Enhanced by

Enhanced by