• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

სტუმარი

თეონა ჩიხლაზე

თეონა ჩიხლაზე
uploads/თეონა-ჩიხლაძე-1-db262651.jpg

თეონა ჩიხლაძე პროფესიით ფსიქოლოგი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტია - “კულინარიით ბავშვობიდან ვარ გატაცებული. არ ყოფილა კონკრეტული დღე, როდესაც გადავწყვიტე კულინარიის შესწავლა, ეს თანდათან მოხდა, სამზარეულოში დედის ყურებით, რომელიც შესანიშნავი კულინარია.

სამზარეულო იყო ერთ-ერთი იმ ადგილებიდან სადაც დედასთან ვურთიერთობდი. სამსახურიდან მოსული, მალევე იწყებდა ჯადოქრობას სამზარეულოში, მე კი მონატრებულ დედასთან ვიდექი და ვსაუბრობდი, ვუყვებოდი განვლილი დღის ამბებს. ეს დრო აღმოჩნდა ჩემთვის კულინარიის აკადემიაც და დედის სახით საუკეთესო მეგობრის შეძენის შესაძლებლობაც. ასე ვისწავლე ჯადოქრობა სამზარეულოში.

თითქმის არასდროს ვკითხულობ რეცეპტს, დაგემოვნებისას ვიგებ ყველა ინგრედიენტს და თქვენ წარმოიდგინეთ, მომზადების ტექნოლოგიასაც, არასდროს ვერიდები იმპროვიზაციებს.
ჩვენს ოჯახში, დიდი დოზით არსებული უკრაინულ-რუსული გენების გავლენით, ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი იყო აკროშკა, რომელშიც, ამჯერად ჩემი იმპროვიზაციით, “ბორჯომი” და ფერისთვის ჭარხლის წვენი დავამატე.

იმედი მაქვს მოგეწონებათ და ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ გაგიგრილებთ ცივი აკროშკა.”

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone