• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

სოფო შუბითიძე

 სოფო  შუბითიძე
uploads/674972325062fe37f9ea2b11ab2844af.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

2014 წელს რადიკალურად შევცვალე ჩემი პროფესია და საჯარო და კერძო სექტორებიდან საკონდიტრო სფეროში გადავინაცვლე. მას შემდეგ არაერთი სამსახური გამოვიცვალე. ბოლოს სასტუმრო ,,სტამბა“-ში ვმუშაობდი, თუმცა პანდემიის გამო მომიწია შეჩერება.

სწორედ ამ ჩაკეტილობის პერიოდში დავინტერესდი კეტო დიეტით და მასთან დაკავშირებული დაბალნახშირწყლოვანი და უგლუტენო დესერტებით და პურებით. დავიწყე სახლში სელის ფქვილის პურის მცდელობებით, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და უკვე თითქმის ერთი წელია ვმუშაობ კეტომანიას გუნდთან, ჩემს მეგობრებთან ერთად და ვუძღვები საკონდიტრო და პურსაცხობ მიმართულებას.

თითოეული პროდუქტი, ბევრი ფიქრის და მუშაობის შედეგად მივიღე და ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც შენი შექმნილი პროდუქტი, არა მხოლოდ გემრიელია, არამედ უგლუტენო, უშაქრო, უფქვილოა და ძალიან ბევრ ადამიანს (ვისაც ტკბილი დავიწყებული ჰქონდა) ახარებს. ასევე, მაქვს ჩემი ბლოგი, რაც არის ჩემი ჰობი, სადაც ვწერ დეტალურად ყველა დესერტის თუ პურის რეცეპტს, რასაც ვამზადებ. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მოტივაციას ვაძლევ, სახლში უფრო ხშირად მოამზადონ.

სულ ახლახანს შევუერთდი DGF ICC GEORGIA -ს გუნდს და ველოდები ბევრ სიახლესა და პროფესიულ განვითარებას.” - სოფო შუბითიძე “კეტომანიას“ შეფ-კონდიტერი, საკონდიტრო ბლოგის Bake with Sophie-ს შემქმნელი.

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone