• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

ფუდ ბლოგერი

სოფო ჯანხოთელი

სოფო ჯანხოთელი
uploads/სოფო-ჯანხოთელი-share-image-chefმ-bf50502f.jpg

ბედნიერებაა, როდესაც საყვარელ ჰობის შენს საქმიანობად აქცევ. 
ჩემი სიყვარული კონდიტერიის მიმართ ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან იწყება. დედას ძალიან უყვარდა ცხობა და მეც სულ ვცდილობდი დავხმარებოდი.შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე ცხობა და ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. 

დავამთავრე ფსიქოლოგიური ფაკულტეტი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი ნამდვილი სიყვარული მაინც საკონდიტრო იყო, ამიტომ ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში, ვისწავლე 1.5 წელი და მივიღე უდიდესი ცოდნა და გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ვიმუშავე, გული მაინც კონდიტერიისკენ მიმიწევდა.

 ხშირად ვაზიარებდი რეცეპტებს და ვეხმარებოდი ჩემს მეგობრებს სხვადასხვა კერძების თუ ნამცხვრების მომზადებაში. მომივიდა იდეა, რომ შემექმნა კულინარიული ბლოგი. ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით და მათი დახმარებით გავაკეთე კიდეც.

ბლოგში What’s Sopo Cooking ჩემს გამომწერებს ვუზიარებ დეტალურად ახსნილ რეცეპტებს და სხვადასხვა კულინარიულ რჩევებს.  დავიწყე საერთოდ ნულიდან, ყველანაირი გამოცდილების გარეშე.

არც გადაღება ვიცოდი, არც მონტაჟი, მაგრამ დროთა განმავლობაში  ვისწავლე  და დღეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს ამ საქმის კეთება. წინ კიდევ დიდი გზა მაქვს და დიდი სიამოვნებით ვცდილობ, ყოველ ახალ რეცეპტზე განვითარებას და სიახლეების შეთავაზებას ჩემი გამომწერებისთვის. 

ყველა ადამიანს, ვინც ახალ გამოწვევებს ეჭიდება, განსაკუთრებით კი დამწყებ მზარეულებს და კონდიტრებს მინდა ვუთხრა, რომ არასდროს გაჩერდნენ, დაისახონ მიზანი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვნენ იმ გეგმას, რომელიც მათ თავიანთ საყვარელ საქმემდე მიიყვანთ.

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone