• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

ნატა წერუაშვილი

ნატა  წერუაშვილი
uploads/014dcf2305f0ce0ca9dc83ac9d2a78ea.jpg
ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის მინერალური წყალი

ნატა წერუაშვილი QooQy Bakery-ს აღმასრულებელი შეფი და პარტნიორია, სადაც წარმოდგენილია ორცხობილები, ნამცხვრები, ფუნთუშები, პურები, დიაბეტური პროდუქტები, ყავა, სასმელები და სასაჩუქრე ყუთები. პირველადი პროფესიით ნატა არის ფრანგული ენის ფილოლოგი.

შემდეგ, საფრანგეთში სწავლობდა ფრანგულ ლიტერატურასა და ხელოვნებას საფრანგეთის უნივერსიტეტებში: Université Paris-Sorbonne, Paris IV და Université Paris 8-ში. პარიზში ცხოვრების პერიოდში დაინტერესდა საკონდიტრო საქმიანობით და გადაწყვიტა სწავლა საკონდიტრო განხრით გაეგრძელებინა.

ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. თუმცა, საბოლოოდ მაინც სრულიად ახალ საქმეს შეეჭიდა.
ნატამ წარმატებით დაასრულა საკონდიტრო ნაწარმის, ნაყინისა და შოკოლადის მომზადების ტექნოლოგიის პროგრამა Académie de Creteil-ში, საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ეროვნულ ცენტრში.


კონდიტერის პროგრამის დასრულების შემდეგ, სამუშაო პრაქტიკა გაიარა პარიზის არაერთ საკონდიტროსა და სასტუმროში, მათ შორის, Le George-Four Season Hôtel George V-ში, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ნატა მუშაობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში კონდიტერის პროგრამის ლექტორად.

ის აქტიურად იყო ჩართული კულინარიის აკადემიის კონდიტერის პროგრამის შემუშავებაში, რომელშიც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიების შესწავლაზე და საკმაოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი პროგრამაა.

ამავდროულად, ნატა თანაავტორია საქართველოს კულინარიის აკადემიასთან ერთად შემუშავებული რამდენიმე კულინარიული წიგნის: - ,,ქართული გემო“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018 წ. - ,,მესხური ტაბლა“ 2018 წ - USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში. - ,,კოლხური ტაბლა“ 2019 წ - USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში. ასევე, ნატა მუშაობს პროფესიულ კოლეჯ იკაროსში ლექტორად.

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone