• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

დაუბრუნდით რესტორანს

შეფ-მზარეული

მარტინი

ელიო

მუშაობს

ელიო

მარტინი — ადამიანი, რომელშიც გაერთიანებულია სამი კულტურა და ეერთი გატაცება გააჩნია. მამამისი გენუიდან არის, დედა — ბასკების ქვეყნიდან, თავად კი არგენტინაში დაიბადა — იქ, საცაც ხორცისა და ცეცხლის კულტი რძით გადადის. ორივე ბებია სახლიდან 200 მეტრში ცხოვრობდა და ორივე ყოველთვის ღუმელთან იყო: ერთი იტალიურ სამზარეულოს ამზადებდა, მეორე კი ბასკურს. სწორედ იქიდან გაჩნდა მისი პირველი ინტერესი, პირველი კითხვები, საჭმლისადმი პირველი სიყვარული. მაგრამ სამზარეულოში მისი გზა მოულოდნელი აღმოჩნდა. მამამისი —  კლასიკური მენტალიტეტის მქონე იტალიელი —დაჟინებით მოითხოვდა პრესტიჟული პროფესიის დაუფლებას. მარტინი კამათობდა, შემდეგ დაეთანხმა: მან მიიღო უფროსი კაპიტან-ქირურგის წოდება, მსახურობდა ჯარში და ორი წელი  სამხედრო ექიმად მუშაობდა. დიპლომი მამას გადასცა. და  წავიდა მზარეულის პროფესიის  სასწავლებლად  — არგენტინაში, შემდეგ ნიუ-იორკში. დაიწყო ჭურჭლის რეცხვით, კვირაში შვიდი დღე მუშაობდა — ხუთი ერთ რესტორანში, ორი — მეორეში, უფასოდ, ცოდნის მიღების მიზნით. შემდეგ იყო ელეგანტური რესტორანი ბუენოს-აირესში, მისი პირველი ოტელი  და დაიწყო: ჰილტონი და შერატონი არგენტინაში, ოთხი წელი უკრაინაში, კოსტა-რიკაში, კვიპროსზე, აზერბაიჯანში. რუსეთში — 12 წელი, ოტელი რიცი და Ridds-ი მოსკოვში. შემდეგ კატარი. და ბოლოს — ტაშკენტი, J.W. Marriott, რესტორანი ELYO. 


დღეს მარტინი 53 წლისაა. ხელმძღვანელობს მზარეულების  53-კაციან გუნდს. მათ თავის ოჯახს უწოდებს. ხატავს, ვინილის ფირფიტებს უსმენს,  ოპერასა და თეატრში დადის. სახლში მომზადება უყვარს — რიზოტო შავი ტრიუფელით და ხორცი მაყალზე არგენტინულად. და დარწმუნებულია: შეიძლება ისწავლო და  კარგი მზარეული დადგე. მაგრამ კარგ ადამიანად ქცევას ვერ ისწავლი. 

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone