დაუბრუნდით რეცეპტს
შეფ-მზარეული
ილხომ ხუდობერგანოვი

ილხომ ხუდობერგანოვი გაიზარდა ხორეზში — რეგიონში, სადაც საკვები არის კულტურის ენა და არა მხოლოდ კვება. მომზადება მან დედასთან ერთად დაიწყო. ისინი ხშირად ერთად ამზადებდნენ ჩებურეკს.
ეს გემო მას სამუდამოდ დარჩა — დღეს იგივე კერძი Bazar-ის მენიუშია, ოდნავ გადაკეთებული, მაგრამ იგივე გემოთი ილხომის ბავშვობიდან.
პროფესიაში ილხომი არასტანდარტულად შეაბიჯა. 2010 წელს ის სანქტ-პეტერბურგში წავიდა ფულის საშოვნელად, რესტორანში დალაგებით დაიწყო მუშაობა —
იატაკებს აპრიალებდა, პუნქტუალურობას სწავლობდა მკაცრი ლარისა მიხაილოვნასგან. შემთხვევით სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, აღმოჩნდა Four Seasons Hotel-ში — ჯერ სამრეცხაოში, შემდეგ სამზარეულოში. იქ იტალიელმა შეფ-მზარეულებმა მას პასტა-მანქანა და სემოლა ანდეს და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ნამდვილი ამბავი.
რესტორან Percorsa-ში მან აითვისა მთავარი — ბალანსი: გემოს, კონტრასტის, ვიზუალურ იერსახის და ტექნიკის. იქვე გაიცნო თავისი დამრიგებელი არსლან ბერდი, რესტორან Birch-ის — პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანის დამფუძნებელი.
სისინი ერთად მუშაობდნენ 2017-დან 2024 წლის ჩათვლით, სანამ არ დაბრუნდა ტაშკენტში. ჯერ — რესტორანი Wednesday,
ხმელთაშუა ზღვის და ევროპულ სამზარეულო. შემდეგ — Bazar-ი, რომელიც მან თავად გახსნა და სადაც დღემდე მუშაობს.
ახლა ილხომი 34 წლისაა, ჰყავს ხუთი შვილი და გუნდი, რომელთანაც უკვე ხუთ წელზე მეტია მუშაობს. მისი ფილოსოფია მარტივია: კულტურის გადმოცემა საკვების მეშვეობით. რადგან უზბეკური სამზარეულო — ისეთი რამაა, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
შეფის რეცეპტები
სულ 0 რეცეპტი
