• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

შეფ-მზარეული

ილხომ ხუდობერგანოვი

ილხომ ხუდობერგანოვი
uploads/bazar-chef-1000x1000-6c4afe0c.jpg
Instagram
ბაზარი

მუშაობს

ბაზარი

ილხომ ხუდობერგანოვი გაიზარდა ხორეზში  — რეგიონში, სადაც საკვები არის კულტურის ენა და არა მხოლოდ კვება. მომზადება მან დედასთან ერთად დაიწყო. ისინი ხშირად ერთად ამზადებდნენ ჩებურეკს. 
ეს გემო მას სამუდამოდ დარჩა — დღეს იგივე კერძი Bazar-ის მენიუშია, ოდნავ გადაკეთებული, მაგრამ იგივე გემოთი ილხომის ბავშვობიდან.


პროფესიაში ილხომი არასტანდარტულად შეაბიჯა. 2010 წელს ის სანქტ-პეტერბურგში წავიდა ფულის საშოვნელად, რესტორანში დალაგებით დაიწყო მუშაობა — 
იატაკებს აპრიალებდა, პუნქტუალურობას სწავლობდა მკაცრი ლარისა მიხაილოვნასგან.  შემთხვევით სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, აღმოჩნდა  Four Seasons Hotel-ში — ჯერ სამრეცხაოში, შემდეგ სამზარეულოში. იქ იტალიელმა შეფ-მზარეულებმა მას პასტა-მანქანა  და სემოლა ანდეს და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ნამდვილი ამბავი.
რესტორან Percorsa-ში  მან აითვისა მთავარი — ბალანსი: გემოს, კონტრასტის, ვიზუალურ იერსახის და ტექნიკის. იქვე გაიცნო თავისი დამრიგებელი არსლან ბერდი, რესტორან Birch-ის  — პეტერბურგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორანის დამფუძნებელი. 


სისინი ერთად მუშაობდნენ 2017-დან 2024 წლის ჩათვლით, სანამ  არ დაბრუნდა ტაშკენტში. ჯერ — რესტორანი Wednesday, 
ხმელთაშუა ზღვის და ევროპულ სამზარეულო. შემდეგ — Bazar-ი, რომელიც მან თავად გახსნა და სადაც დღემდე მუშაობს.
ახლა ილხომი 34 წლისაა, ჰყავს ხუთი შვილი და გუნდი, რომელთანაც უკვე ხუთ წელზე მეტია მუშაობს. მისი ფილოსოფია მარტივია: კულტურის გადმოცემა საკვების მეშვეობით. რადგან უზბეკური სამზარეულო — ისეთი რამაა, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ.  

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • ხშირად დასმული კითხვები
  • ჩვენს შესახებ
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone