• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ორაგულის ქისი

“დღეს ვარ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარესტორნო ქსელის, „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ-შეფი. გზა, რაც ამ პოზიციამდე გავიარე რთული, საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო.
დავიწყე ჭურჭლის მრეცხავის პოზიციით, შემდეგ  ვიყავი მზარეულის დამხარე ღამის ცვლაში, შემდეგ მზარეული. სასტუმროს იერარქიას გავყევი და დაახლოებით 20 პოზიცია გავიარე. მიხარია, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს.
გასტრონომია, კერძების შექმნა და ეს სფერო მთელი ჩემი ცხოვრებაა, რომელშიც უდიდეს ენერგიას და რესურსს ვდებ.
კონკურენცია ამ სფეროში ძალიან დიდია, განსაკუთრებით ბოლო წლებში განვითარდა ეს მიმართულება. მუდმივად სიახლე უნდა შესთავაზო ბაზარს, რადგან შესაძლებლობები ამოუწურავია და სწორედ ეს არის საინტერესო.
ერთი მხრივ, ვმართავ ქართულ ტრადიციულ რესტორანს, ხოლო მეორე მხრივ „თეატრს“, სადაც საინტერესოდ სახეცვლილ, ევროპულ კერძებს ვქმნით. დღეს მთავარი გამოწვევა ჩემთვის სწორედ თეატრის სამზარეულოა, სრულიად განსხვავებული კონცეფცია სადაც გასტრონომიაც წარმოდგენაა. თითოეული კერძი უბრალოდ მომზადებული საკვები არაა, ის შოუს კონცეფციას ეხმიანება და მისი ნაწილი ხდება. ამიტომაც, როცა პერფორმანსი იგეგმება, ვკრებ მზარეულთა დიდ გუნდს და ბოლომდე ჩართული ვარ პროცესში, ასე იქცევა თითოეული სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად.
 
ტრადიციისა და ინოვაციის შერევა, განსაკუთრებით საინტერესო და აზარტული პროცესია.
დღევანდელი რეცეპტი სწორედ თეატრის მენიუდან შევარჩიე და გაგიზიარებთ როგორ მზადდება ორაგულის ქისი” - ბრენდ-შეფი ალექს ნათაძე
 

ორაგულის ქისი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

სტარტერი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ალექს  ნათაძე

რეცეპტის ავტორი

ალექს ნათაძე

ორაგულის ქისი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ორაგულის ქისი:

ორაგულის ფილე

87.5 გრამი

ჭარხალი

75 გრამი

ლაიმის წვენი

1.25 მილილიტრი

ზეითუნის ზეთი

5 გრამი

ლაიმის ცედრა

1.25 გრამი

მარილი

2.5 გრამი

შავი პილპილი

0.25 გრამი

ტარხუნის პესტო:

პეკანი

12.5 გრამი

ნიგოზი

12.5 გრამი

ნიორი

5 გრამი

ქინძი

7.5 გრამი

ტარხუნა

25 გრამი

პარმეზანი

15 გრამი

ლიმონის ცედრა

0.5 გრამი

ლიმონის წვენი

2.5 გრამი

ზეითუნის ზეთი

45 გრამი

მარილი

2.5 გრამი

შავი პილპილი

0.25 გრამი

გუაკამოლე:

მწიფე ავოკადო

75 გრამი

პომიდორი

37.5 გრამი

წითელი ხახვი

7.5 გრამი

მარილი

1.25 გრამი

ქინძი

1.25 გრამი

ლიმონის წვენი

1.25 მილილიტრი

ლიმონის ცედრა

0.25 გრამი

პეკანი

3.75 გრამი

ზეითუნის ზეთი

2.5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ორაგულის ქისი: ჭარხალს კარგად გავრეცხავთ, გადავახვევთ ფოლგაში და გამოვაცხობთ 160 გრადუსზე 40 წუთი.

საფეხური

droplet

2

chef
შემდეგ მოვათავსებთ ბლენდერში და დავუმატებთ შემდეგ ინგრედიენტებს - 5 მლ ლაიმის წვენი, 20 გრამი ზეითუნის ზეთი, 5 გრამი ლაიმის ცედრა, 10 გრამი მარილი, 1 გრამი შავი პილპილი.

საფეხური

droplet

3

chef
კარგად დავაბლენდერებთ და შევდგამთ მაცივარში 20/25 წუთით. ამასობაში, ავიღებთ 350 გრამ ორაგულის ფილეს, დავჭრით თხელ ნაჭრებად, დავაწყობთ თეფშზე და ფუნჯით თხლად გადავუსვამთ ჭარხლის პიურეს, შევფუთავთ ორაგულს და გავაჩერებთ მაცივარში 24 საათი.

საფეხური

droplet

4

chef
როცა ორაგული მზად იქნება, იმავე დღეს მოვამზადებთ ტარხუნის პესტოს და გუაკამოლეს, რათა ფერი არ შეიცვალოს.

საფეხური

droplet

5

chef
ტარხუნის პესტოსთვის: ავიღებთ ყველა ინგრედიენტს, მოვათავსებთ ბლენდერში კარგად დავაბლენდერებთ, და მზადაა.

საფეხური

droplet

6

chef
გუაკამოლესთვის: ვიღებთ ავოკადოს, ვაცლით კანს და კურკას, ვჭყლეტთ ჩანგლით კარგად, მიღებულ მასას ვუმატებთ წვრილად დაჭრილ ხახვს, პომიდორს, ქინძს და დანარჩენ ინგრედიენტებს, კარგად ამოვურევთ და მზადაა.

საფეხური

droplet

7

chef
პარალელურად მოვამზადებთ ცხარე ზეთს: ავიღებთ 200 გრამ მზესუმზირას ზეთს, დავუმატებთ 5 გრამ პაპრიკას და 2 გრამ დაღერღილ წიწაკას, დავდგამთ დაბალ ცეცხლზე, კარგად რომ გაცხელდება და ფერს შეიცვლის, გადავწურავთ და გავაცივებთ ზეთს.

საფეხური

droplet

8

chef
ამასობაში დავიწყებთ ქისის მომზადებას, ავიღებთ წინასწარ მომზადებულ ორაგულს, გავშლით გრინზე (საკვები პარკი) ისე, რომ წითელი მხარე ზემოდან მოექცეს, შიგნით ჩავდებთ 100 გრამ გუაკამოლეს და გავაკეთებთ ბურთს, გრინით კარგად დავაფიქსირებთ, რომ არ დაიშალოს, დავდებთ მაცივარში დაახლოებით 10-15 წუთი.

საფეხური

droplet

9

chef
ამასობაში, მოვამზადებთ ჩერი პომიდვრის სალათას: ვიღებთ 150 გრამ ჩერი პომიდორს, 30 გრამ კაპერსს და 80 გრამ ტარხუნის პესტოს, შევურევთ ერთმანეთში, დავდებთ მასას თეფშზე და ზემოდან დავადებთ ორაგულის ქისს, გარშემო შემოვუწყობთ ფორთოხლის 3 ცალ ლებანს, ზემოდან მოვაყრით დამტვრეულ ფსტას, მოვასხამთ ცხარე ზეთს, დავადებთ 3 ცალ წითელი მჟაუნას ფოთოლს და მზადაა.

სერვირება

droplet

10

chef
გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone