• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • რესტოგიდი

    რესტორნები

  • ბორჯომი კერძებთან

  • გასტრონომიული ღონისძიებები

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

ალექს ნათაძე

ალექს ნათაძე
uploads/ალექს-ნათაძე-share-image-chefმ-copy-k-large-c6f4a5ec.jpeg
წისქვილი ტერასა

მუშაობს

წისქვილი ტერასა

დღეს ვარ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარესტორნო ქსელის, „წისქვილი ჯგუფის“ ბრენდ-შეფი. გზა, რაც ამ პოზიციამდე გავიარე რთული, საინტერესო და გამოწვევებით სავსე იყო. დავიწყე ჭურჭლის მრეცხავის პოზიციით, შემდეგ ვიყავი მზარეულის დამხარე ღამის ცვლაში, შემდეგ მზარეული. სასტუმროს იერარქიას გავყევი და დაახლოებით 20 პოზიცია გავიარე. მიხარია, რომ ვიპოვე საქმე, რომელიც მიყვარს და სიამოვნებას მანიჭებს. გასტრონომია, კერძების შექმნა და ეს სფერო მთელი ჩემი ცხოვრებაა, რომელშიც უდიდეს ენერგიას და რესურსს ვდებ.

კონკურენცია ამ სფეროში ძალიან დიდია, განსაკუთრებით ბოლო წლებში განვითარდა ეს მიმართულება. მუდმივად სიახლე უნდა შესთავაზო ბაზარს, რადგან შესაძლებლობები ამოუწურავია და სწორედ ეს არის საინტერესო. ერთი მხრივ, ვმართავ ქართულ ტრადიციულ რესტორანს, ხოლო მეორე მხრივ „თეატრს“, სადაც საინტერესოდ სახეცვლილ, ევროპულ კერძებს ვქმნით. დღეს მთავარი გამოწვევა ჩემთვის სწორედ თეატრის სამზარეულოა, სრულიად განსხვავებული კონცეფცია სადაც გასტრონომიაც წარმოდგენაა. თითოეული კერძი უბრალოდ მომზადებული საკვები არაა, ის შოუს კონცეფციას ეხმიანება და მისი ნაწილი ხდება. ამიტომაც, როცა პერფორმანსი იგეგმება, ვკრებ მზარეულთა დიდ გუნდს და ბოლომდე ჩართული ვარ პროცესში, ასე იქცევა თითოეული სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად. ტრადიციისა და ინოვაციის შერევა, განსაკუთრებით საინტერესო და აზარტული პროცესია.

დღევანდელი რეცეპტი სწორედ თეატრის მენიუდან შევარჩიე და გაგიზიარებთ როგორ მზადდება ორაგულის ქისი” - ბრენდ-შეფი ალექს ნათაძე

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება
  • წესები და პირობები

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone