• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ქათმის მკერდი ბარდის პიურეთი

“დავიბადე 1998 წლის 8 აპრილს. დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პიარის განხრით, ვმუშაობ რესტორან შარბათში მენეჯერის პოზიციაზე. ჩემი სამზარეულოს მიმართ სიყვარული ბავშვობიდან იწყება, მაშინ, როცა ბებია კერძების მზადებისას ძალიან პატარას მონაწილეობას მაღებინებდა და გულისყურით მიხსნიდა თითოეულ დეტალს, მიღებული შედეგით კი ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. მას შემდეგ რაც მეტად დავინტერესდი კულინარიის ხელოვნებით, მივხვდი რომ ეს ის საქმეა, რომელიც ერთდროულად ბედნიერებას, ადრენალინს და სიამოვნების შეგრძნებას მანიჭებს, ამიტომ ჩემს ცხოვრებაში საპატიო ადგილი კულინარიას უჭირავს” - სალომე ფაცია
 

ქათმის მკერდი ბარდის პიურეთი

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

რთული

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა
ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ტარხუნა

ქათმის მკერდი ბარდის პიურეთი

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ბარდა

75 გრამი

ნაღები

25 გრამი

თეთრი ხახვი

0.5 ცალი

ნიორი

1.5 კბილი

მარილი

1 მწიკვი

პილპილი

1 მწიკვი

კიტრი

50 გრამი

20 გრამი

პიტნა

15 გრამი

ქათმის გულ-მკერდი

125 გრამი

ტოტი როზმარინი

0.5 ცალი

კარაქი

25 გრამი

კამა

25 გრამი

ზეთი

75 გრამი

ლიმონი

1 გრამი

პატარა სტაფილო

15 გრამი

შაქარი

15 გრამი

წყალი

15 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

250 გრამი ქათმის გულ-მკერდი დავამარინადოთ ლიმონის წვენში, პილპილში და მარილში. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, 5 წუთში დავამატოთ 150 გრამი ბარდა, ასევე 5 წუთში 50 გრამი ნაღები, მივიყვანოთ წამოდუღებამდე, დავაბლენდეროთ, დავუმატოთ პილპილი/მარილი გემოვნებით და დაბლენდერებული მასა გავატაროთ საწურზე.

საფეხური

droplet

2

chef
ამასობაში, ვჭრით 100 გრამ კიტრს, ვურევთ 40 გრამ არაჟანს, 30 გრამ პიტნას, 1 კბილ ნიორს, ლიმონის წვენს, პილპილს და მარილს გემოვნებით, ვაბლენდერებთ ყველაფერს ერთად და ვატარებთ საწურზე. 50 გრამ კამას ვყრით ბლენდერში, ვამატებთ 50 გრამ ზეთს და ვაბლენდერებთ 7 წუთი, მიღებული მასა დოლბანდით გადავწუროთ და ზეთი შევინახოთ.

საფეხური

droplet

3

chef

ტაფაზე დავასხათ 30 გრამი წყალი, შევურიოთ 30 გრამი შაქარი და 30 გრამი ლიმონის წვენი, ჩავყაროთ 3 ცალი სტაფილო და ვაცადოთ იქამდე სანამ სითხე არ დაშრება და არ კარამელიზდება სტაფილოები. ქათმის გულმკერდი გადმოგვაქვს გახურებულ ზეთიან ტაფაზე, მნიშვნელოვანია რომ ზეთი იყოს ცოტა, რომელიც უბრალოდ შეასველებს ტაფას. გულმკერდს ორივე მხარეს ვბრაწავთ 2-2 წუთი, ვამატებთ ტაფაზე 50 გრამ კარაქს, ორ კბილ ნიორს და როზმარინის ტოტს, მიღებულ ცხიმს ვასხამთ ინტენსიურად ქათმის ფილეს, რომ მიიღოს ცხიმის აბაზანა და ცხელმა ცხიმმა ჩააღწიოს სიღრმეში. როგორც კი შევამჩნევთ რომ გულ-მკერდი შეიწვა, გადმოგვაქვს და ვასვენებთ 5 წუთი.
კერძის ასაწყობად ბარდის პიურეს თეფშზე ვასხამთ წრიულად, შუაში ვაწყობთ 3 ნაჭერ ქათმის გულ-მკერდს, რომელსაც ირგვლივ მოვასხამთ კიტრის და პიტნის საწებელს, საწებელზე წერტილებად ვსვამთ კამის ზეთს და რამდენიმე მოხარშულ ბარდას, ქათმის ნაჭრებზე ვაწყობთ კარამელიზებულ სტაფილოებს და კერძი მზად არის.

სერვირება

droplet

4

chef

გემრიელად მიირთვით!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone