• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ქლიავის და ვაშლის ტარტი

“ცამეტი წლის ასაკში დავინტერესდი კულინარიით, ასე ვთქვათ ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა. კულინარია ჩემთვის ხელოვნებაა, ხოლო თითოეული კერძი - ხელოვნების ნიმუში.
თავდაპირველად კულინარია ჰობი იყო, თუმცა მალევე პროფესიად ვაქციე და ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში. სწავლის დასრულების შემდეგ, 18 წლის ასაკში, დიდ სამზარეულოში შევდგი ფეხი, რამაც ძალიან მომხიბლა და კიდევ უფრო შემაყვარა კულინარია.
უკვე 21-ის ვარ და უფრო აქტიურად ვარ ჩართული კულინარიაში და მეტად აღფრთოვანებული თითოეული კერძით ვიდრე 18 წლის ასაკში ვიყავი.
ამჟამად ჩემი პროფესიით ორ ობიექტზე ვმუშაობ და ყველანაირად ვცდილობ დავაგროვო ძალიან დიდი გამოცდილება და საუკეთესოდ ვაკეთო ის საქმე, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს!
დღეს გადავწყვიტე მოვამზადო დესერტი, ტარტი ქლიავით და ვაშლით, რომელიც გასინჯვისთანავე სახლურ გემოებს გაგახსენებთ, სწორედ ეს იყო ჩემი მიზანიც.” - სალომე სიჭინავა
 

ქლიავის და ვაშლის ტარტი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

სალომე  სიჭინავა

რეცეპტის ავტორი

სალომე სიჭინავა

ქლიავის და ვაშლის ტარტი

ინგრედიენტები

ფქვილი

180 გრამი

კვერცხი (ერთი მთლიანი,და ერთი გული)

2 ცალი

კარაქი

115 გრამი

მარილი

1 მწიკვი

ქლიავი (დიდი ზომის)

15 ცალი

ვაშლი (საშუალო ზომის)

3 ცალი

სახამებელი

3 სუფრის კოვზი

დაფქული დარიჩინი

1 ჩაის კოვზი

შავი რომი

2 სუფრის კოვზი

შაქრის პუდრი

110 გრამი

საფეხური

droplet

1

chef
პირველ რიგში ვამზადებთ ტარტის ცომს - ფქვილს და მარილს ვურევთ ერთმანეთში, ვამატებთ კუბებად დაჭრილ (ცივ) კარაქს და ვიწყებთ ერთმანეთში არევას, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ შემდეგ კი ვამატებთ შაქრის პუდრს და ფქვილს.

საფეხური

droplet

2

chef
ვიწყებთ ცომის ზელას, სანამ არ შეიკვრება. შემდეგ 10 წუთი ვასვენებთ ცომს მაცივარში.

საფეხური

droplet

3

chef
დასვენების შემდეგ ვაბრტყელებთ ცომს და გადაგვაქვს საცხობ ფორმაში. მხოლოდ ტარტის ბაზას ვაცხობთ 170-180 გრადუსზე 15 წუთი.

საფეხური

droplet

4

chef
გულსართის მოსამზადებლად ქლიავს ვჭრით შუაზე, ხოლო ვაშლს საშუალო ზომის კუბებად და ვუმატებთ შაქრის პუდრს, შავ რომს, სახამებელსა და დარიჩინს. კარგად ამოვურევთ და ცოტახანი ვასვენებთ რათა სითხე გამოეყოს. გამომცხვარი ბაზა გავაგრილოთ, დავუმატოთ ხილის გულსართი და დავფაროთ ცომის თხელი ფენით. მოვამზადოთ კვერცხის საცხი - კვერცხის გულს დავუმატოთ ცოტა წყალი და წავუსვათ ტარტს, მოვაყაროთ ცოტაოდენი შაქარი და კვლავ გამოვაცხოთ 190 C 15-20 წუთი, სანამ არ ოქროსფერი არ გახდება.

სერვირება

droplet

5

chef
შეგერგოთ!

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone