• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ლობიოს ბრაუნი მარიალიანი კარამელით

“მე ნინო ვარ, კულინარიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. ჩემთვის ეს სფერო ასოცირდება ხელოვნებასთან, მუდმივ ცვალებადობასთან და ამოუწურავ სიახლეებთან.
ჩემნაირი ადამიანისათვის, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაშია, კულინარია საოცარი გამოსავალია, დიდ სიამოვნებას მანიჭებს ექსპერიმენტები, ტრადიციული დესერტების მომზადების სხვადასხვა ხერხი თუ შემავალ ინგრედიენტთა ცვლა.
საოცარი ემოციაა, როდესაც რაიმე ხელშესახებსა და გემრიელს ამზადებ საყვარელი ადამიანებისთვის, მათ სახეზე გამოხატული ემოციით მოგვრილ შეგრძნებას ცოტა რამ თუ შეედრება. 
კულინარიის სიყვარულმა შემაქმნევინა ინსტაგრამ-ბლოგი - Fikaberry, რომელსაც ხუმრობით, ხშირად, ჩემს შვილს ვუწოდებ. ვცდილობ თითოეულ პოსტში მაქსიმალურად ამოვწურო დესერტი, ეს იქნება მისი რეცეპტი თუ ისტორია.
მომზადებასთან ერთად, ფოტოების გადაღებაც ძალიან მიყვარს, სადაც ჩემს თავს გამოვხატავ. დიდ ბედნიერებას მანიჭებს დადებითი გამოხმაურებები, რომლებიც ჩემს ერთ-ერთ საყვარელ საქმიანობას უკავშირდება და მაძლევს მოტივაციას, რომ ვაკეთო ბევრად უფრო მეტი.” - ნინო მჭედელაძე
 

ლობიოს ბრაუნი მარიალიანი კარამელით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

დესერტი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

ნინო მჭედელაძე

რეცეპტის ავტორი

ნინო მჭედელაძე

ლობიოს ბრაუნი მარიალიანი კარამელით

ინგრედიენტები

ქილა კონსერვირებული წითელი ლობიო

1 ცალი

ოთახის ტემპერატურის კვერცხი

3 ცალი

თეთრი შაქარი

290 გრამი

ნაღების კარაქი

50 გრამი

ფილა შავი შოკოლადი

1 ცალი

უშაქრო კაკაო

2 ჩაის კოვზი

ვანილის ფხვნილი

1 ჩაის კოვზი

მარილი

1 მწიკვი

შოკოლადის ნატეხები (ან სურვილისამებრ)

50 გრამი

მოხალული მარილიანი მიწისთხილი (ან სურვილისამებრ)

30 გრამი

მოხალული თხილი (ან სურვილისამებრ)

30 გრამი

წყალი

30 მილილიტრი

ოთახის ტემპერატურის ნაღები

120 მილილიტრი

ოთახის ტემპერატურის კარაქი

50 გრამი

მარილი

1 /2 ჩაის კოვზი

საფეხური

droplet

1

chef

გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე და გაამზადეთ საცხობი ფორმა (წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი). პირველ რიგში დაიწყეთ ბრაუნის მასის მომზადება, ლობიოს კონსერვს გადაავლეთ ონკანის წყალი და მოათავსეთ საწურზე. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ 1 ფილა შავი შოკოლადი კარაქთან ერთად და ოდნავ შეაგრილეთ.

საფეხური

droplet

2

chef
ბლენდერში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და მარილი, დააბლენდერეთ დაახლოებით 2-3 წუთი, შემდეგ დაამატეთ ლობიოს მარცვლები და კვლავ დააბლენდერეთ, ბოლოს შეურიეთ შეგრილებული გამდნარი შოკოლადი, გაცრილი კაკაო და ვანილის ფხვნილი, აქციეთ ერთიან მასად და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში.

საფეხური

droplet

3

chef
ფორმაშივე დაუმატეთ რძიანი შოკოლადის ნატეხები და თხილეული. აცხვეთ 30 წუთი 175 გრადუსზე. სანამ ბრაუნი ცხვება დაიწყეთ კარამელის მომზადება. ამისთვის დაგჭირდებათ: 150 გრამი თეთრი შაქარი 30 მილილიტრი ონკანის წყალი 120 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის ნაღები 50 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი ½ ჩ/კ მარილი

საფეხური

droplet

4

chef
დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შაქარი წყალთან ერთად, არ მოურიოთ! როდესაც მასა შეყავისფრდება, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ ნაღები ძალიან ფრთხილად და თან ურიეთ, შემდეგ კი კარაქი, მიღებული მასა კვლავ დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე, ადუღეთ 1-2 წუთი და კარამელიც მზადაა. ბოლო ეტაპზე შეგრილებულს დაამატეთ მარილი და თან დააგემოვნეთ

სერვირება

droplet

5

chef
ბრაუნი კარგად გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით მარილიან კარამელთან ერთად.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone