• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ნიგვზიანი ხარჩო ხბოს ნეკნებით და მთის ქონდრით

ვარ 26 წლის შეფ-მზარეული. ღრმა ბავშვობიდან მიტაცებს კულინარია და ვთვლი, რომ კულინარიამაც ამირჩია. გამოცდილება მივიღე ბევრ წარმატებულ შეფ მზარეულთან, როგორც გერმანიაში, ისე ავსტრიაში. 
მიზნად დასახული მაქვს სიახლეები შემოვიტანო ქართულ გასტრონომიულ კულტურაში და ასევე გავაცოცხლო ბებია-ბაბუების ძველი კერძები, ჩემი ახლებური ხედვით. მსურს ხალხს ჰქონდეს საშუალება თავად განსაზღვროს კერძის ხასიათი და ემოციური დონე, აირჩიოს რა უფრო მეტად სასიამოვნოა მათთვის და რა უფრო პატივსაცემი. ჩემი კერძების ვიზუალი და გემო ინსპირირებულია მრავალფეროვანი თემატიკით, ძირითადად ეს არის ტრადიცია და ახალი გემოები, მათი არასტანდარტული და ზოგჯერ წარმოუდგენელი თავსებადობაც კი - საბა იჩქიტიძე

ნიგვზიანი ხარჩო ხბოს ნეკნებით და მთის ქონდრით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის მინერალური წყალი
ბორჯომის მინერალური წყალი

უხდება

ბორჯომის მინერალური წყალი

საბა იჩქიტიძე

რეცეპტის ავტორი

საბა იჩქიტიძე

ნიგვზიანი ხარჩო ხბოს ნეკნებით და მთის ქონდრით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

ხბოს ნეკნი

200 გრამი

ნიგოზი

45 გრამი

ნიორი

2.5 გრამი

თეთრი ხახვი

2.5 გრამი

წითელი დაღერღილი წიწაკა

1 გრამი

საქონლის ბულიონი

30 მილილიტრი

ყვითელი ყვავილი

2.5 გრამი

ხმელი ქინძი

1 გრამი

უცხო სუნელი

1.5 გრამი

მარილი

1 გრამი

მზესუმზირის ზეთი

5 მილილიტრი

ხორბლის ფქვილი

10 გრამი

ბეგქონდარა (მთის ქონდარი)

1.5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ხორბლის ფქვილს ვხალავთ უცხიმო ტაფაზე იქამდე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს, შემდეგ ვამატებთ ცალკე მოთუშულ ხახვს (ხახვი ითუშება მზესუმზირის ზეთში) ზეთიანად, ვამატებთ დანაყილ ან გატარებულ ნიგოზს სუნელებთან ერთად და ბოლოს თქვენთვის სასურველი სისქის მისაცემად ვამატებთ საქონლის ბულიონს (ბულიონი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ წყლით).

საფეხური

droplet

2

chef
ნეკნებს ვწვავთ უცხიმოდ ბეგქონდარასთან ერთად, სასურველია ნაკვერჩხალზე, თუმცა შესაძლებელია ღუმელში ან ტაფაზე შეწვაც, ცოტა მზესუმზირის ზეთთან და კარაქთან ერთად. რჩევა: კარაქმა რომ ხორცი არ გაგვიშავოს და ზედმეტად მუქი შეფერილობა არ მისცეს, ვამატებთ გამოხდილ ზეთს. ბეგქონდარა გამოიყენეთ როგორც უშუალოდ შეწვის პროცესში, ასევე სერვირებისას, დამატებითი ნატურალური გემოს მისაცემად.

სერვირება

droplet

3

chef
გააფორმეთ სურვილისამებრ, გემრიელად მიირთვით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone