• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

დაუბრუნდით რეცეპტს

შეფ-მზარეული

საბა იჩქიტიძე

საბა იჩქიტიძე
uploads/screenshot-2025-03-07-at-12-13-37-46f128bb.png
ბორჯომის ლიმონათი მსხალი
ბორჯომის ლიმონათი მსხალი

საყვარელი პროდუქტი

ბორჯომის ლიმონათი მსხალი

ვარ 26 წლის შეფ-მზარეული, სასტუმრო "დაკარგული ქოხის" და რესტორან "ოქროს თევზის" ბრენდ-შეფი. ღრმა ბავშვობიდან მიტაცებს კულინარია და ვთვლი, რომ კულინარიამაც ამირჩია.

გამოცდილება მივიღე ბევრ წარმატებულ შეფ მზარეულთან, როგორც გერმანიაში, ისე ავსტრიაში. ვცდილობ ეს ყველაფერი გავუზიარო აქ მყოფ მზარეულებსაც. ვთვლი, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს გასტრონომიულ სივრცეში, თავდაუზოგავი შრომის შედეგად შეგვიძლია იმ შედეგს მივაღწიოთ, რითაც საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი და სხვა განვითარებული ქვეყნებია განთქმული.

მიზნად დასახული მაქვს სიახლეები შემოვიტანო ქართულ გასტრონომიულ კულტურაში და ასევე გავაცოცხლო ბებია-ბაბუების ძველი კერძები, ჩემი ახლებური ხედვით. მსურს ხალხს ჰქონდეს საშუალება თავად განსაზღვროს კერძის ხასიათი და ემოციური დონე, აირჩიოს რა უფრო მეტად სასიამოვნოა მათთვის და რა უფრო პატივსაცემი.

ჩემი კერძების ვიზუალი და გემო ინსპირირებულია მრავალფეროვანი თემატიკით, ძირითადად ეს არის ტრადიცია და ახალი გემოები, მათი არასტანდარტული და ზოგჯერ წარმოუდგენელი თავსებადობაც კი.

შეფის რეცეპტები

სულ 0 რეცეპტი

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone