• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ტორტელინი გოგრით და ნადუღით

“თვითნასწავლი კულინარი ვარ, მოყვარული. თუმცა კარგი „მასწავლებლები“ მყავდა – დედა, მამიდა, ბებიები... მე თვითონ გურმანი ვარ – ან გემრიელად შევჭამ ან მშიერი ვიქნები. გემოების და არომატების ერთმანეთთან დაკავშირება ეს რაღაც აზარტია, თამაში, რომელიც არ მბეზრდება.
კულინარიული ალღო თითქმის არასრდოს მღალატობს. ახალი კერძის მისაღებად საკმარისია ინგრედიენტები წარმოვიდგინო და ჩემი რეცეპტორები მაშინვე მაგრძნობინებენ მათი კომბინაციით რა გემოს მივიღებ. არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ამ საქმეში დიდი ხანია ვარ – უბრალოდ რასაც ადრე მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის ვაკეთებდი, ახლა უფრო მასშტაბური სახე მივეცი. ეს მაბედნიერებს. მჯერა, რომ გემრიელი კერძის საფუძველი ახალი და ჯანსაღი პროდუქტია.
იტალიური სამზარეულო განსაკუთრებით მიყვარს –  მუდმივი ინსპრაციის წყაროა ჩემთვის. ალბათ იმიტომ, რომ არ გზღუდავს – საბაზისო მოთხოვნებს გიწესებს და მერე შენი განწყობის, ხასიათის, ინდივიდუალიზმის აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევს.”
 

ტორტელინი გოგრით და ნადუღით

მომზადების დრო

30-60 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

თინა ოსეფაშვილი

რეცეპტის ავტორი

თინა ოსეფაშვილი

ტორტელინი გოგრით და ნადუღით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

კვერცხი

1 ცალი

სემოლა

25 გრამი

უმაღლესი ხარისხის თეთრი ფქვილი

75 გრამი

ტკბილი გოგრა

1500 გრამი

რიკოტა ან ნადუღი

50 გრამი

მარილი

0.5 მწიკვი

კარაქი

50 გრამი

ვაშლის ძმარი

1 სუფრის კოვზი

თაფლი

0.5 ჩაის კოვზი

გოგრის თესლი

5 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ცომის მოსამზადებლად ფქვილი და სემოლა კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. დავუმატოთ ერთი მწიკვი მარილი და გადმოვიღოთ ხის სწორ ზედაპირზე ან ჯამში, ისე რომ კონუსის ფორმა მიიღოს. ფქვილის კონუსს ცენტრში გავუკეთოთ კრატერივით ჩაღრმავება და ჩავახალოთ კვერცხი. ჩანგლით ან ხელის მსუბუქი მოძრაობით მოვურიოთ, ისე რომ კვერცხი და ცილა ერთამნეთში გაიხსნას. შემდეგ ვიწყებთ კიდეებიდან ფქვილის თანდათან კვერცხში შეზელას, სანამ მთლიანად არ შეიწოვს. საბოლოოდ უნდა მივიღოთ ტექსტურით და ფერით ერთგვაროვანი მასა ისე, რომ გაჭრისას კვერცხის და ფქვილის შრეები ცალ–ცალკე არ ეტყობოდეს. ცომს მივცეთ გუნდის ფორმა, გავახვიოთ გრინში და შევინახოთ მაცივარში ნახევარი საათით. ჰაერღუმელში გამომცხვარი გოგრა დავჭყლიტოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გადავურიოთ ნადუღთან ან რიკოტასთან და შევაზავოთ მარილით. დრესინგისთვის გავადნოთ კარაქი და შევურიოთ თაფლი და ვაშლის ძმარი.

საფეხური

droplet

2

chef
ხის დაფა მსუბუქად გავაფქვილიანოთ, დავდოთ ცენტრში ცომის გუნდა და დავიწყოთ გაბრტყელება. გამოვიყენოთ ხის საბრტყელებელი. გახსოვდეთ, მოძრაობა უნდა იყოს ცენტრიდან გარეთა კიდისკენ, ისე რომ მივიღოთ 1-2 მმ–ის სისქის ცომის ფირფიტა.

საფეხური

droplet

3

chef
გაბრტყელებულ ცომზე ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ფორმები. ცენტრში ჩაის კოვზით დავდოთ გამზადებული შიგთავსი, შუაზე გადავკცოთ და მიღებული ნახევარმთვარის კიდეები შევაერთოთ. იტალიაში ამბობენ, რომ ტორტელინი ახალგაზრდა შეფ–მზარეულმა გამოიგონა, რომელმაც ცომი ნეკის გარშემო შემოიხვია და კიდეები ისე შეაერთა, რომ თავისი შეყვარებულის ჭიპის ფორმა მიეღო. ბოლონიაში კი ტორტელინებს უფრო გაუშლელი ვარდის კოკრებს ამსგავსებენ.

საფეხური

droplet

4

chef
კარგად ადუღებულ მარილიან წყალში ჩავყაროთ ტორტელინები და ვხარშოთ 1.5–2 წუთი. ტორტელინები მზადაა, როგორც კი ზედაპირზე ამოტივტივდება.

სერვირება

droplet

5

chef
გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით დრესინგი და მოაყარეთ გოგრის მოხალული თესლი. კერძი შეგიძლიათ გააფორმოთ ღუმელში გამომცხვარი გოგრის ჩიფსებით.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone