• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ჭარხლის რავიოლი

ნიკას სამზარეულოში მოღვაწეობა 9 წლის წინ, საბერძნეთში დაიწყო. 
“სამზარეულოში გავიარე ყველა ეტაპი, ჭურჭლის მრეცხავიდან - შეფ მზარეულამდე. საბერძნეთში ვმუშაობდი ბევრ კარგ რესტორანში, მათ შორის წლის რესტორნის ვარსკვლავის მქონე კვების ობიექტებში, მიწვეული ვიყავი სხვადასხვა ქვეყნებში. 
საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიმუშავე თბილისის რამდენიმე ცნობილ რესტორანში, ბოლო ორი წელია ვარ მელოგრანოში. მიყვარს იტალიური სამზარეულო და რა თქმა უნდა ჩვენი, ქართული.
მუდმივად ვცდილობ განვვითარდე, შევქმნა ახალი კერძები, გემოები. უზომოდ ვარ შეყვარებული ჩემს პროფესიაზე, სამომავლოდ ვფიქრობ საკუთარი რესტორნის გახსნას, სადაც გავაგრძელებ პროფესიულ განვითარებას”.
 

ჭარხლის რავიოლი

მომზადების დრო

60+ წუთი

სირთულე

რთული

კალორიები

500+ კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი
ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი ციტრუსი

ნიკოლოზ როსტიაშვილი

რეცეპტის ავტორი

ნიკოლოზ როსტიაშვილი

ჭარხლის რავიოლი

ინგრედიენტები

უმაღლესი ხარისხის ფქვილი

300 გრამი

კვერცხის გული

13 ცალი

ჭარხალი

1000 გრამი

სპეკი ან პროშუტო

150 გრამი

თეთრი ხახვი

150 გრამი

ზეითუნის ზეთი

30 მილილიტრი

მარილი

3 გრამი

პილპილი

2 გრამი

რიკოტა

300 გრამი

პარმეზანი

100 გრამი

კარაქი

30 გრამი

სპეკი ან პროშუტო

30 გრამი

ფინიკი

20 გრამი

კედრის კაკალი

5 გრამი

თეთრი მშრალი ღვინო

40 მილილიტრი

რუკოლა

15 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

400 გრ ჭარხალი გავრეცხოთ, გავახვიოთ ალუმინის ფურცელში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთი. გამომცხვარი ჭარხლისგან გავწუროთ წვენი. მოვზილოთ პასტის ცომი, შევურიოთ ერთმანეთს 300 გრ ფქვილი, 12 კვერცხის გული და ჭარხლის წვენი. ცომმა უნდა დაისვენოს მაცივარში 2 საათი.

საფეხური

droplet

2

chef
600 გრ ჭარხალი და 150 გრ ხახვი დავჭრათ საშუალო ზომის კუბებად, მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე 150 გრ სპეკთან ერთად. მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 45 წუთი. მასა შევაგრილოთ, დავაბლენდეროთ და გავწუროთ საწურზე, რომ ზედმეტი სითხე გამოეყოს. მხოლოდ ამის შემდეგ შევურიოთ რიკოტა, გახეხილი პარმეზანი და 1 კვერცხის გული. საჭიროების შემთხვევაში დავამატოთ მარილი და პილპილი.

საფეხური

droplet

3

chef
ცომს ვაბრტყელებთ პასტის გასაბრტყელებელ აპარატში. დაახლოებით ½ ჩ.კ ოდენობის გულსართს მოვათავსებთ გაბრტყელებულ ცომზე, დავხურავთ ცომით და დავჭრით სპეციალური ფიგურული საჭრელით. რავიოლი იხარშება ადუღებულ, მარილიან წყალში 3-4 წუთის განმავლობაში. ასევე, შესაძლებელია გაყინვაც - ცალ-ცალკე იყინება თითოეული რავიოლი, რომ არ შეეწებოს ერთმანეთს, უკვე გაყინული შეგიძლიათ მოათავსოთ კონტეინერში და შეინახოთ 1 კვირა.

საფეხური

droplet

4

chef
1 პორციის სერვირება მოვხარშოთ 150 გრ რავიოლი. 20 გრ დაჭრილი სპეკი მოვბრაწოთ კარაქში, დავამატოთ დაჭრილი ფინიკი, კედრის კაკალი და დავაყოვნოთ ცეცხლზე 2-3 წუთი. დავასხათ ღვინო და ვშუშოთ ალკოჰოლის აორთქლებამდე. მოხარშული რავიოლი გადავიტანოთ ტაფაზე, გადავაყოლოთ ცოტა პასტის წყალიც. ყველაფერი ერთად ვშუშოთ ტაფაზე კიდევ 3-4 წუთი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავაყაროთ უხეშად დაჭრილი რუკოლა, ამოვურიოთ.

სერვირება

droplet

5

chef
მზა კერძი გადმოვიტანოთ თეფშზე და დავამატოთ ცოტაოდენი ცოცხალი რუკოლა, კედრის კაკლები, რიკოტა და ლაიმის ცედრა.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone