Search
ან
ბრინჯი

ბრინჯის სამშობლოდ თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის აღმოსავლეთ რეგიონები ითვლება. სტატისტიკის თანახმად, თითოეული აზიელი წელიწადში 150 კილო ბრინჯს ჭამს. საქართველოში უმეტესად თეთრ ბრინჯს იყენებენ, თუმცა მურა-წაბლისფერი და ველური ჯიშები ბევრად უფრო სასარგებლოა. არსებობს მრგვალი და გრძელმარცვლოვანი ბრინჯი.

ბრინჯი იდეალური გარნირია ნებისმიერი ხორციანი კერძისთვის. გარდა ამისა, იგი ძალიან სასარგებლოა. 100 გრამი შეიცავს 0,9 გრ. ცხიმს, 6,4 გრ. ცილას, 72,5 გრ. ნახშირწყლებს, 70 მგ. კალციუმს, 30 მგ. კალიუმს, 38 მგ. მაგნიუმს, 104 მგ. ფოსფორს. ბრინჯი არეგულირებს სისხლში გლუკოზის რაოდენობას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდირებულია დიაბეტით დაავადებულთათვის. იგი არ შეიცავს გლუთენს, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბალზე აქვს ალერგია.

საკმაოდ პოპულარულია ბრინჯის დიეტა. თუ ერთი დღის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს (მარილის, ცხიმის ან საწებლის გარეშე) დაიკლებთ დაახლოებით 1 კილოგრამს. ბრინჯი ორგანიზმიდან განდევნის ზედმეტ სითხეს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

რა თქმა უნდა, ყველამ იცის როგორ მოხარშოს ბრინჯი, თუმცა გვსურს გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო. თუ გინდათ, რომ ბრინჯი არ იყოს ფაფასავით და მარცვლები ერთმანეთს არ ეწებებოდეს არავითარ შემთხვევაში არ მოხადოთ ქვაბს თავსახური და მითუმეტეს არ მოურიოთ! 

თეგები

ექსპერტის რჩევები