• გასტრო გიდი

    შეფები

    რჩევები

    რეცეპტები

  • ბორჯომი კერძებთან

  • GEO

ქოქოსის ბრინჯი მობრაწული კრევეტებით

"35 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება თავდაყირა დავაყენე, მივატოვე კომფორტული ოფისის კედლები და კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე. კარიერის თავიდან დაწყება ამ ასაკში რთული აღმოჩნდა, ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თითქმის ორი წელია ვმუშაობ დღეში 12 საათი, დასვენების დღეების გარეშე, მუდმივად ვსწავლობ, სიზმარშიც კი რეცეპტებს ვხედავ.

კულინარიამ მაპოვნინა ჩემი ადგილი დედამიწაზე, მაძლევს საშუალებას დავამყარო კავშირები დროსთან, ხან ძველ რეცეპტებს ვეძებ, ხან ახალზე ვფიქრობ, ან ამ ორს ერთმანეთთან ვაკავშირებ, სახალისო და ემოციური სფეროა, თან ხელოვნებაა, თან ბიზნესი. თითქოს მთელი სამყარო ჩართულია შექმნაში, შემდეგ კერძი ადამიანთან მიდის და მადლიერება გვიბრუნდება. საოცარი პროფესიაა, რომელიც მაბედნიერებს და მიუხედავად სირთულეების, ჭრილობების  და დამწვრობებისა, არასოდეს ვინანებ, რომ მზარეული ვარ” - თინა ვაშაკიძე
 

ქოქოსის ბრინჯი მობრაწული კრევეტებით

მომზადების დრო

0-30 წთ

სირთულე

საშუალო

კალორიები

250-500 კალორია

საჭმლის ტიპი

მთავარი კერძი

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი
ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

უხდება

ბორჯომის ლიმონათი მანდარინი

თინა  ვაშაკიძე

რეცეპტის ავტორი

თინა ვაშაკიძე

ქოქოსის ბრინჯი მობრაწული კრევეტებით

ინგრედიენტები

ულუფა :

1

კრევეტი

3 ცალი

ბრინჯი ბასმატი

100 გრამი

ქოქოსი გახეხილი

60 გრამი

არაქისი

30 გრამი

ქინძი

15 გრამი

ომბალო

5 გრამი

ნიორი

2 კბილი

წითელი ცხარე წიწაკა

15 გრამი

სეზამის ზეთი

3 გრამი

ზეთი

10 გრამი

მარილი

3 გრამი

კარაქი

10 გრამი

ლიმონი

20 გრამი

ძმარი

3 გრამი

საფეხური

droplet

1

chef

ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით 200 გ. წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ დააფარეთ და ხარშეთ 10 წუთი. გადაავლეთ ცივი წყალი და გადაწურეთ.

საფეხური

droplet

2

chef

მაღალ ცეცხლზე ტაფაზე ზეთში მობრაწეთ წიწაკა, შემდეგ დაამატეთ 1 კბილი თხელ რგოლებად დაჭრილი ნიორი. ნიორი რომ შეფერადდება დააყარეთ არაქისი და ცოტა სეზამის ზეთი, დაამატეთ წვრილ სახეხზე გახეხილი ქოქოსი. მუდმივად ურიეთ, შემწვარი ქოქოსის სუნს რომ იგრძნობთ დააყარეთ წვრილად დაკეპილი ქინძი და გადაწურული მოხარშული ბრინჯი, რამდენიმე წვეთი ძმარი, მარილი და ახლად დაფქული პილპილი.

საფეხური

droplet

3

chef
გაასუფთავეთ კრევეტი, მოაყარეთ მარილი და შეწვით ზეთში ნახევარი წუთი თითო მხრიდან, ბოლოს დაამატეთ ტაფაში კარაქი და 1 კბილი გახეხილი ნიორი.

სერვირება

droplet

4

chef
მოათავსეთ ბრინჯი ღრმა თეფშზე, ზემოდან დააწყვეთ მობრაწული კრევეტები, მოაყარეთ ცოტა ომბალო და მოასხით ლიმონის წვენი.

Comments

Most Recent

ნავიგაცია

  • გასტრო გიდი
  • ბორჯომი კერძებთან

ლინკები

  • გახდი ბორჯომის დისტრიბუტორი
  • უკუკავშირი

Developed By Leavingstone

Developed By Leavingstone