Search
Or
მწყერი

მწყერი ქათმისნაირთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე არ აღემატება 20-22 სმ.-ს, ხოლო წონა - 150 გრამს.

მიუხედავად მცირე ზომისა, ფრინველი საკმაოდ პოპულარულია კულინარიაში. გარდა ამისა, საუკუნეების მანძილზე ტარდებოდა მწყერთა შეჯიბრები, როგორც მცირეაზიული სპორტის ერთ-ერთი სახეობა.

ეგვიპტელები  მწყერს ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. პირველ საუკუნეში მიირთმევდნენ. ფრინველისგან მომზადებული კერძები ნამდვილ დელიკატესად ითვლებოდა. ცნობილია, რომ მწყერი პირველად ჩინელებმა მოიშინაურეს, ადგილობრივი ექიმები კი მათ კვერცხებს არაერთი დაავადების განსაკურნად იყენებდნენ.

დღესდღეობით, მწყერთა რაოდენობა საკმაოდ შემცირდა, ამიტომ მათი გამრავლება ფერმებში დაიყეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მწყერი პირველი ფრინველია, რომლის ინკუბაციაც წარმატებით მოხერხდა კოსმოსურ ხომალდზე.

მწყერი 5-ჯერ უფრო კალორიულია ვიდრე ქათამი. მიუხედავად ამისა, მისი ხორცი დიეტურად ითვლება. ასეთი წინააღმდეგობის მთავარი მიზეზია მის შემადგენლობასი არსებული ცილები დიდი რაოდენობა. სწორად ეს ფაქრი უწყობს ხელს ცხიმის წვასა და კუნთოვანი მასის ზრდას.

მწყერის ხორცი აძლიერებს იმუნურ სისტემას;  აღადგენს მეტაბოლიზმს; ამაღლებს ჰემოგლობინის დონე; ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზაციას; აძლიერებს ძვლებსა და კბილების; აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას; ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას.

მწყერი განსაკუთრებით არის რეკომენდირებული ბავშვთა კვების რაციონში. 

Expret Advices