საფერავში შემწვარი მწყერი

მომზადების დრო
30-60 წთ
სირთულე
საშუალო
კალორიები
500+ კალორია
საჭმლის ტიპი
მთავარი კერძი


უხდება
ბორჯომის მინერალური წყალი

ინგრედიენტები
ულუფა :
1
მწყერი
0.5 ცალი
ღვინო
100 მილილიტრი
ზეითუნის ზეთი
100 მილილიტრი
ნიორი
1.5 კბილი
მწყრის კვერცხი
2 ცალი
სოკო
30 გრამი
მიწის თხილი
50 გრამი
კარაქი
10 გრამი
ოხრახუში
100 გრამი
ლიმონი
100 გრამი
ნიგოზი
25 გრამი
ბოლოკი
5 გრამი
კალტი
25 გრამი
საფეხური

1

მოვამზადოთ ოხრახუშის სოუსი: მოვათავსოთ სანაყში ოხრახუში, ერთი კბილი ნიორი, ნიგოზი, მიწის თხილი და გახეხილი კალტი. კარგად დავნაყოთ და დავუმატოთ მარილი გემოვნებით. გადავიტანოთ ცალკე ჯამში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მოვხარშოთ კვერცხი. მოვაცალოთ ცილა და დავტოვოთ მხოლოდ გული.
საფეხური

2

გავახუროთ ტაფა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვათავსოთ დაჭყლეტილი ნიორი და დავიწყოთ მწყრის შეწვა. პერიოდულად ვამატოთ ღვინო. როდესაც ალკოჰოლი აორთქლდება, წავუსვათ კარაქი, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.
საფეხური

3

ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ მთლიანი სოკოები და ერთი კბილი ნიორი.
სერვირება

4

მოათავსეთ თეფშზე ჯერ სოუსი, შემდგომ კი მწყერი. გვერდით დაუდეთ სოკოს გარნირი.
გასაფორმებლად გამოიყენეთ წითელი მოცხარი და თხლად დაჭრილი ბოლოკი.
Comments
Most Recent