ვერც კი ვიხსენებ დროს, როდის შემიყვარდა კულინარია, ის კი ძალიან ნათლად მახსოვს, როგორი მოწიწებით და ინტერესით ვაკვირდებოდი სამზარეულოში მოფუსფუსე ბებოს და ვთხოვდი, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა სადილის მზადებაში. სწორედ იმ ღრმა ბავშვობიდან დავიწყე და დღემდე ისეთივე სიყვარულით, დისციპლინით და შრომით ვუდგები კულინარიას და მასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას, როგორც მაშინ. ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, ვიცი კიდევ ბევრი კულინარიული თავგადასავალი მელოდება…ყოველთვის მინდოდა რომ დამდგარიყო დრო, როცა შევძლებდი და ქართულ კულინარიაში დიდი გადატრიალების მონაწილე გავხდებოდი, დღემდე ასე მინდა…- ნათია ღლონტი, 27 წლის.
1
1
კგ.
ღორის ნეკნი
500
500
მლ.
თეთრი ღვინო
10
10
გრ.
ნიორი
100
100
გრ.
თეთრი ხახვი
200
200
გრ.
მწვანე ლობიო
10
10
გრ.
მწვანე ქინძი
250
250
გრ.
ახალი კარტოფილი
50
50
გრ.
ჩერი პომიდორი
30
30
გრ.
მანგოლდი
20
20
მლ.
ზეითუნის ზეთი
1
1
გრ.
ხმელი ქინძის მარცვლები
1
1
გრ.
შავი წიწაკა
50
50
გრ.
კარაქი
100
100
გრ.
ყავისფერი შაქარი
50
50
გრ.
თაფლი
50
50
გრ.
მდოგვი
1
1
ლიტრი
კეტჩუპი
30
30
მლ.
ვორჩესტერის სოუსი
პირველ რიგში ღორის ნეკნებს ვამზადებთ ცხობისთვის, ვდებთ საცხობ ლანგარზე ვამატებთ თეთრ ღვინოს და ვაცხობთ 12 საათის განმავლობაში 100 გრადუსზე.
მეორე ეტაპზე ვამზადებთ ბარბექიუს სოუს: დავჭრათ ხახვი და ნიორი, მოვათავსოთ ქვაბში ზეთთან ერთად და მოვბრაწოთ, შემდეგ დამავატოთ კარაქი, კეტჩუპი, ყავისფერი შაქარი, თაფლი, მდოგვი, ვორჩესტერის სოუსი, ამოვურიოთ ყველა ინგრედიენტს და მივიყვანოთ ადუღებამდე. ადუღების შემდეგ გადმოვდგათ და ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ, ამის შემდეგ კი გავწუროთ. სოუსი მზად არის.
12 საათიანი ცხობის შემდეგ ღორის ნეკნები გადავიტანოთ ჯოსპერში კარგად დაბრაწვისთვის, ზემოდან კი ბარბექიუს სოუსი წავუსვათ ყველა მხრიდან.
მანამ, სანამ ნეკნები მზადდება მოვამზადოთ გარნირი.
გაცხელებულ ტაფაში ვასხამთ ზეთს, გადაგვაქვს ხახვი და ნიორი, შემდეგ ვამატებთ დასუვიდებულ კარტოფილს და მოგვყავს ხახვთან და ნიორთან ერთად, კარტოფილის დაბრაწვის შემდეგ ვამატებთ ბლანშირებულ ლობიოს, ჩერი პომიდორს, ხმელ ქინძს მარილს და ბოლოს გამორთულზე, მანგოლდს და მწვანე ქინძს.
სერვირება
სერვირების ტაფაზე გადაგვაქვს ლობიოს და კარტოფილის გარნირი და ზემოდან ვალაგებთ ჯოსპერში გამომცხვარ ნეკნებს. კერძი მზად არის. გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი