Search
ან
ხაშლამა
30-60 წუთი
საშუალო
მსუბუქი
1
201-500 კკალ

წარმოგიდგენთ კახეთის სიამაყესა და მშვენებას, მის უდიდებულესობა -  ხაშლამას! 

ინგრედიენტები
500 500 გრ. საქონლის ხორცი
2 2 ხახვი
3-4 3-4 დაფნის ფოთოლი
5 5 გრ. პილპილის შერეული მარცვლები
1/2 1/2 ჩაის კოვზი დაფქული რეჰანი
700 700 მლ. თეთრი მშრალი ღვინო
1/2 1/2 ქინძის კონა
1/2 1/2 ნიახურის კონა
1 1 მწიკვი მწვანე ხახვის კონა
საფეხური 1
საქონლის ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო თანაბარი ზომის კუბიკებად და ჩავყაროთ ქვაბში. დავასხათ 2/3 წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.
საფეხური 2
პირველი წამოდუღება ნახარში გადავღვაროთ, ხახვი გავფრცქვნათ, დაუჭრელი ჩავაგდოთ ქვაბში, დავუმატოთ პილპილის მარცვლები და დაფქული რეჰანი, კარგად გავრეცხოთ მწვანილები და 1 საათის შემდეგ (დუღილის დროს წყალი, რომ არ ჩაშრეს, პერიოდულად ვამატოთ ცოტ-ცოტაწყალი) მწვანილებს შემოვახვიოთ ალუმინის ფირფიტა და ასე ერთიანად ჩავუშვათ წყალში.
საფეხური 3
ნახარში მთელს არომატს მიითვისებს და სასიამოვნო გემოსთან ერთად, სუნიც არაჩვეულებრივი ექნება. დავუმატოთ ღვინო და ვადუღოთ 5 წუთი, რომ ალკოჰოლი აორთქლდეს. მზადების დრო დამოკიდებულია ხორცის ხარისხზე, მოხარშული ხორცი უნდა იყოს ძალიან რბილი. ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით.

სერვირება

სუფრასან მივიტანოთ ხორცი თავისსავე წვენთან ერთად, ცხელ მდგომარეობაში.

თეგები

რჩევები

შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მწვანე ხახვი, სურვილისამებრ. მიირთვით თეთრ მშრალ ღვინოსთან ერთად.