Search
ან
თაშმიჯაბი კალმახა სოკოთი
30-60 წუთი

მე ვარ თინა, 27 წლის, მარკეტერი და მოყვარული კულინარი.
კულინარია ბავშვობიდან მიტაცებდა და ჩემთვის ბებოსთან ერთად ახალი კერძების მომზადება ჯადოსნურ მოგზაურობას ჰგავდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემერჩია ისეთი რეცეპტი, რომელიც ჩემს ბავშობას და ბებოს უკავშირდება. სვანური წარმომავლობის გამო ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძი იყო თაშმიჯაბი და გთავაზობთ ჩემეულ ვერსიას.

ინგრედიენტები
1 1 კგ. კარტოფილი
500 500 გრ. კარაქი
600 600 გრ. სულგუნი
10 10 გრ. მარილი
500 500 მლ. რძე
Приготовле Приготовле სოკოს მომზადება:
1 1 კგ. კალმახა სოკო
2 2 კბილი ნიორი
1 1 თავი ხახვი
20 20 გრ. ტარხუნა
20 20 გრ. პიტნა
30 30 გრ. კარაქი
საფეხური 1
თაშმიჯაბისთვის კარტოფილი კანიანად უნდა მოვხარშოთ.
საფეხური 2
რომ გაცივდება, გავფცქვნათ, ჩავყაროთ ქვაბში და დავჭყლიტოთ.
საფეხური 3
დავასხათ რძე და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე.
საფეხური 4
შევურიოთ დაფშვნილი ყველი და ვურიოთ ხის კოვზით მანამ, სანამ ყველი არ გადნება და მასა ერთგვაროვანი და წელვადი არ გახდება.
საფეხური 5
ბოლოს დავუმატოთ მარილი გემოვნებით.
საფეხური 6
ზოგგან სუფრაზე მიტანის წინ თეფშზე გადმოღებულ თაშმიჯაბს გულს ჩაუღრმავებენ და შიგ გამდნარ კარაქს ჩაასხამენ.
საფეხური 7
გავასუფთაოთ სოკო და დავყაროთ ტაფაზე, სოკო წყალს რომ გამოუშვებს და დაიშრობს, დავაყაროთ ხახვი და კარაქი. მსუბუქად რომ მოიშუშება, დავაყაროთ დაჭრილი მწვანილები. გემოვნებით მარილი და შავი პილპილი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით