Search
ან
წანდილის ჩაროზი
60+ წუთი
საშუალო
500+ კკალ

“მე ვარ გიორგი ჭულუხაძე შატო დე ვერეს აღმასრულებელი შეფი. ბავშვობიდან სიამოვნებას მანიჭებდა კერძების მომზადება, შემოქმედების სიყვარულმა კი მიმაღებინა გადაწყვეტილება ამ სფეროში მეცადა ბედი, ვფიქრობ ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესოდ ლამაზი საქმიანობაა. საქართველოში განსაკუთრებული ხიბლი აქვს, რადგან ულევი მასალა გვაქვს, მათი მოძიება, აღდგენა და განახლება ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილია. ერთ-ერთი მაგალითი წანდილის ჩაროზია, მინდა ამ დესერტის დაგემოვნება სიხარულთან და სიამოვნებასთან ასოცირდებოდეს, რადგან განსაკუთრებულია მისი გემოვნური თვისებებით, ტექსტურით, წარმომავლობით და იმსახურებს მეტ დაფასებას.”

ინგრედიენტები
500 500 გრ. ხორბალი
400 400 გრ. ნიგოზი
1 1 ცალი ფორთოხლის ცედრა
3 3 გრ. ვანილი
260 260 გრ. თაფლი
18 18 გრ. პექტინი
120 120 გრ. შაქარი
400 400 გრ. შესქელებული რძე
200 200 გრ. ქიშმიში
300 300 გრ. რძიანი შოკოლადი
200 200 გრ. ფხვიერი ვაფლი როიალტინი
300 300 მლ. ნუშის რძე
700 700 გრ. ნაღები მცენარეული 35%
200 200 გრ. ნუშის ფქვილი
120 120 გრ. ნუშის ფანტელი
საფეხური 1
წანდილის მასა: მოვხარშოთ ხორბალი, დავამატოთ შაქარი, რძე, თაფლი, ნიგოზი, ქიშმიში და ფორთოხლის ცედრა.
საფეხური 2
შემდეგ გადავიტანოთ სასურველ ფორმაში და გავაცივოთ.
საფეხური 3
შოკოლადის ძირი:
საფეხური 4
ვიღებთ რძიან შოკოლადს და ხრაშუნა ვაფლს, ვურევთ ერთმანეთში და ვაერთებთ მომზადებულ მასას ფორმაში
საფეხური 5
ვაკეთებთ ნუშის ჰაეროვან კრემს და ვაფორმებთ.
საფეხური 6
ნუშის რძეში და ნაღებში ვურევთ ნუშის ფქვილს და შაქარს, ვადუღებთ.
საფეხური 7
შემდეგ ვამატებთ კარაქს და ნუშის ფანტელებს.

სერვირება

გემრიელად მიირთვით !