Search
ან
იხვის დამფლინგები კარამელიზებული ცხარე ვაშლით და კოწახურის ტკბილ-მჟავე სოუსით
60+ წუთი
რთული
მძიმე
500+ კკალ

გიგი აფციაური შეფ მზარეული თბილისიდან, 21 წლის.

ინგრედიენტები
200 200 გრ. იხვი
50 50 გრ. ხახვი
6 6 გრ. ნიორი
150 150 გრ. კრემ-ყველი
100 100 გრ. კოწახური
30 30 გრ. ოხრახუში
1 1 ცალი ვაშლი
300 300 გრ. ფქვილი
2 2 ცალი კვერცხი
1 1 მწიკვი მარილი
1 1 მწიკვი პილპილი
1 1 მწიკვი დაღერღილი წიწაკა
2 2 სუფრის კოვზი შაქარი
საფეხური 1
იხვი გამოვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე 1-2 საათი.
საფეხური 2
შემდეგ დავჭრათ, კარგად დავკეპოთ და დავუმატოთ კრემ-ყველი, მოშუშული ხახვი, ნიორი, მარილი, პილპილი.
საფეხური 3
ცომის მოსამზადებლად ფქვილს დავუმატოთ კვერცხი და ცოტა წყალი, ვზილოთ 5-6 წუთი, შემდეგ გადავფუთოთ და დავასვენოთ.
საფეხური 4
კოწახურის სოუსისთვის კოწახური თბილ წყალში დავალბოთ, შემდეგ დავაბლენდეროთ, შაქრით და მარილით დავაბალანსოთ. ბოლოს გადავწუროთ რომ წმინდა იყოს.
საფეხური 5
კრემ-ყველს შევურიოთ ოხრახუში, ნიორი, მარილი და საკონდიტრო ტომარაში ჩავდოთ.
საფეხური 6
ტაფაზე გავალღოთ შაქარი, არ მიყვანილი კარამელის მასამდე, დავამატოთ ვაშლები და დაღერღილი წიწაკა.
საფეხური 7
შეხვეული მასა ანუ დამფლინგები ადუღებულ წყალში ვხარშოთ 3-4 წუთი.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!