გამარჯობა, მე ვარ ლაშა რამიშვილი, შეფ-მზარეული.
განათლებით იურისტი ვარ და ადრეული ასაკიდან პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში ვიყავი ჩართული, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ დრო იყო ის საქმე მეკეთებინა, რაც ყველაზე ძალიან მომწონდა. ყველასთვის მოულოდნელად პირდაპირ ჟურნალის ოფისიდან წავედი კულინარიაში, ერთ-ერთ პატარა კაფეში სამუშაოდ.
აქედან იწყება კულინარიული თავგადასავალი. გავიარე იერარქიულად სამზარეულოს ყველა საფეხური, მაქვს ნამუშევარი როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ, დიდ და პატარა პროექტებში.
დაახლოებით ექვსი თვეა რაც დავბრუნდი საქართველოში, ამჟამად ორ პროექტს ვხელმძღვანელობ, რესტორნის (Salt) შეფ-მზარეული ვარ და დელივერი ბოქსების სტარტაპის (Easy meal) ბრენდ-შეფი.
200
200
გრ.
იმერული ყველი
200
200
გრ.
სულგუნი
10
10
გრ.
პიტნა
10
10
გრ.
ტარხუნა
2
2
გრ.
მარილი
50
50
გრ.
იმერული ყველი
50
50
გრ.
სულგუნი
5
5
გრ.
პიტნა
5
5
გრ.
ტარხუნა
2
2
გრ.
მარილი
1
1
გრ.
შავი ტრიუფელის პასტა
2
2
გრ.
დაღერღილი წიწაკა
20
20
გრ.
ნაღები 15%
20
20
გრ.
რძე 3,2%
500
500
გრ.
პურის ფქვილი
10
10
გრ.
მზესუმზირას ზეთი
50
50
გრ.
წყალი
5
5
გრ.
მარილი
კვარის ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება პურის ფქვილი 0,5 გ, მზესუმირას ზეთი 0,01გრ, წყალი 0,05 გრ და მარილი 0,005 გრ. მითითებული მასა იზილება ერთად იქამდე სანამ ცომი არ გამკვრივდება და არ გახდება ელასტიკური.
მოზელილი მასა, გადაიტანეთ ჯამში, დაახურეთ ჰერმეტულად და დაასვენეთ მაცივარში ნახევარი საათის განმავლობაში.
კვარის შიგთავსისთვის დაგვჭირდება იმერული ყველი- 0,2, გ, სულგუნი - 0,2 გ, პიტნა - 0,01 გ, ტარხუნა - 0,01 გ, მარილი - 0,002.
კვარის სოუსისთვის დაგვჭირდება იმერული ყველი- 0,05 გ, სულგუნი- 0,05 გ, პიტნა- 0,005 გ, ტარხუნა - 0,005 გ, მარილი - 0,002 გ, შავი ტრიუფელის პასტა - 0,01 გ, დაღერღილი წიწაკა - 0,002 გ, ნაღები 15% - 0,020 გ, რძე 3,2% - 0,020 გ.
არსებული მასა მოვათავსოთ ქვაბში, დავდგათ ქურაზე, სასურველია საშუალო ტემპერატურაზე. ხშირად ამოვურიოთ, იქამდე სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან კონსისტენციას.
გავაბრტყელოთ ცომი, და დავიწყოთ ფირფიტების ამოჭრა, შემდგომ მიღებული გულსართი ჩავდოთ ამოჭრილ ცომში დავაფაროთ მეორე ფირფიტა და კარგად დავაფიქსიროთ ცომი.
ავადუღოთ წყალი, სასურველია ჩავყაროთ მარილი. ადუღებულ წყალში ჩავყაროთ კვარები და გავაჩეროთ 5-7 წუთის განმავლობაში.
სერვირება
სერვირება: მოხარშული კვარები მოვათავსოთ ჩვენთვის სასურველ ჭურჭელში მოვასხათ ცხელი სოუსი.
კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით.
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი