Search
ან
ჭახრაკინის გულიანი აჩმა
30-60 წუთი
საშუალო
201-500 კკალ

“დავიბადე მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, აქვე დავამთავრე სკოლა, 2006 წელს სწავლა დავაგრძელე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში. 2017 წლიდან მეგობრების დაჟინებული თხოვნით დავიწყე კულინარიის სიღრმისეულად შესწავლა, პირველად ახალი პროფესიით კომპანია GMP-ში დავიწყე მუშაობა, შემდეგ კიდევ იყო პატარა სამუშაო ისტორიები, რაზეც არ ღირს საუბარი, ჩემი ცხოვრების მთავარ მიღწევად ვთვლი ჩემს ბოლო სამსახურს უკრაინაში, ქალაქ კიევში, ყველაზე წარმატებულ ქართულ პროექტში მონაწილეობას, სადაც თითქმის ოთხი წელი ვიყავი რესტორან “შოთის” აღმასრულებელი შეფი. ომის დაწყების შემდეგ დროებით მომიწია სამშობლოში დაბრუნება. ახლა დედასთან ერთად ვატარებ ექსპერიმენტებს და დღეს წარმოდგენილი კერძიც ამ ექსპერიმენტის შედეგია. მადლობა ბორჯომის გასტრონომიულ გიდს მუხრანში სტუმრობისთვის.” - ალექსანდრე ბაინდურაშვილი, შეფ მზარეული.
 

ინგრედიენტები
300 300 გრ. ფქვილი
3 3 ცალი კვერცხი
1 1 მწიკვი მარილი
100 100 გრ. კარაქი
1 1 კგ. ყველი
300 300 გრ. ჭარხლის ფოთოლი
30 30 გრ. კამა
40 40 გრ. ქინძი
100 100 გრ. მწვანე ხახვი
5 5 გრ. მარილი
1 1 ცალი კვერცხის გული
საფეხური 1
ცომის მოსამზადებლად ფქვილის ჭაში (ფქვილს ემატება მწიკვი მარილი) ჩაალაგეთ კვერცხი, მოზელა დაიწყეთ ცენტრიდან კვერცხის და ფქვილის გაზავებით, ნელ ნელა დაამატეთ ფქვილი გვერდებიდან, ზილეთ ვიდრე ერთგვაროვან, ელასტიკურ ცომს არ მიიღებთ.
საფეხური 2
შეფუთეთ გრინში და დაასვენეთ მაცივარში 30-60 წუთით.
საფეხური 3
სანამ ცომი ისვენებს მოამზადეთ გულსართი - გახეხეთ ყველი. წვრილად დაჭერით მწვანილები, მოაყარეთ მარილი და რამდენიმე წუთის შემდეგ კარგად გაწურეთ ზედმეტი სითხისგან.
საფეხური 4
მწვანილის მასა შეურიეთ ყველს. გაადნეთ კარაქი.
საფეხური 5
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
საფეხური 6
მოზრდილი ქვაბით აადუღეთ წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი. საცხობ ყალიბს ან კეცს წაუსვით დამდნარი კარაქი. დიდ ჯამში ჩაასხით ცივი წყალი და ჩაყარეთ ყინული.
საფეხური 7
ცომი გაყავით სამ თანაბარ გუნდად. გააბრტყელეთ პასტის საბრტყელებლით ან ხელით თხელ ფენებად, თითო ჯერზე მოხარშეთ თითო ცომი.
საფეხური 8
წამოდუღებიდან 3 წუთში ამოიღეთ თუშფალანგით და ჩადეთ ყინულიან წყალში, კარგად მოურიეთ, რომ არ შეწებდეს. ცომი საჭიროებისამებრ გაჭერით მაკრატლით, რომ მიიღოთ 6 ფენა.
საფეხური 9
მოხარშული ცომი გადაიტანეთ ყალიბში და გადაუსვით დამდნარი კარაქი. ყველის და მწვანილის მასა გადაანაწილეთ მეორე, მეოთხე და მეხუთე ფენებში. ხოლო კარაქი გადაუსვით ყოველ ფენას. ბოლო, მეექვსე ფენა ცომს წაუსვით ცოტაოდენ წყალში გაზავებული კვერცხის გული. გამოაცხვეთ 40 წუთი ან ვიდრე ზედაპირი ოქროსფრად არ შეიფერება.

სერვირება

გემრილად მიირთვით!

თეგები