გამარჯობა, მე მეგი ვარ, პროფესიით ჟურნალისტი, თუმცა არასოდეს მიმუშავია ჩემი პროფესიით. ბავშვობიდან მიტაცებდა კულინარია და საკონდიტრო სფერო.
პანდემიის დროს აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ კარგად და გემრიელად შემძლებია დესერტების მომზადება. იქიდან გამომდინარე, რომ სამი შვილის დედა ვარ, ყოველთვის მინდოდა ჩემს შვილებს სახლში გამომცხვარი და მომზადებული ტკბილეული მიერთვათ, ამიტომ გადავწყვიტე, უფრო ღრმად და საფუძვლიანად შემესწავლა საკონდიტრო სფერო, ასე აღმოვჩნდი საკონდიტრო სკოლაში სადაც ერთ თვიანი კურსი გავიარე. შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ შემექმნა ჩემი ინსტაგრამ გვერდი “megan__cookies__blog”-ი და სხვებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი მომზადებული დესერტების რეცეპტები.
ჩემი მიზანი და სურვილია მქონდეს საკუთარი პატარა საკონდიტრო, სადაც უამრავ გემრიელობას შევთავაზებ ტკბილეულის მოყვარულებს.
140
140
გრ.
შაქარი
100
100
გრ.
კარაქი
100
100
გრ.
თაფლი (+1სუფრის კოვზი )
400
400
გრ.
ფქვილი
200
200
გრ.
თეთრი შოკოლადი
400
400
გრ.
ნაღები
5
5
გრ.
სოდა
2
2
გრ.
მარილი
100
100
გრ.
შავი მოცვი
300
300
გრ.
ჟოლო
2
2
ცალი
კვერცხი
ცომის მომზადებას ვიწყებთ კარამელით - 100 გ შაქარს ვყრით სქელძირიან ქვაბში და ვდგამთ ნელ ცეცხლზე, შაქარი რომ დაიწყებს დნობას ვურევთ. მიგვყავს კარამელიზაციამდე. პარალელურად ვადნობთ 100 გ კარაქს მეორე ჯამში. გამდნარი შაქარი გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავასხათ კარაქი.
ბოლოს დავუმატოთ თაფლი, მოვურიოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. მიღებული კარამელი გადაიტანეთ ჯამში და გააცივეთ, დაუმატეთ კვერცხი, კარგად მოურიეთ. ამასობაში ფქვილი გაცერით, დაუმატეთ სოდა, დაასხით კარამელის და კვერცხის მასა ფქვილს და მოზილეთ ცომი.
გააბრტყელეთ და ამოჭერით სასურველ ფორმებად. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15-20 წუთი.
თეთრი შოკოლადის განაშის მოსამზადებლად სქელძირიან ჯამში ჩაასხით 200 მლ ნაღები. კარგად შეათბეთ და დაასხით 200 გრამ თეთრ შოკოლადს, დააყოვნეთ, რომ შოკოლადი გადნეს, მოურიეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და ცივი 200 მლ ნაღები. ბოლოს კი ეს ყველაფერი ათქვიფეთ ხელის ბლენდერით.
შედგით მაცივარში მთელი ღამით ან 12 საათით. მიღებული კრემი რომ დაისვენებს მაცივარში, ათქვიფეთ მიქსერით 7-8 წუთი, ისე რომ გამყარდეს (ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ გათხელდება ნაღები).
ჟოლოს გულსართისთვის 200 გრამი ჟოლო დააბლენდერეთ, ჩაასხით სქელძირიან ქვაბში, დაუმატეთ 40 გ შაქარი და 15 გ სიმინდის სახამებელი.
მოურიეთ და შემდეგ დადგით ცეცხლზე. ჟოლო კარგად რომ წამოდუღდება ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, რომ სიმინდის სახამებლის გემო გაქრეს. ჩაასხით ჯამში და გააცივეთ.
ასაწყობად დაგჭირდებათ საკონდიტრო ტომარა, რომ კრემით გააფორმოთ ნამცხვარი, ცენტრში ყოველ ფენას გააყოლეთ ჟოლოს გულსართი. მორთეთ კენკრით. აწყობის შემდეგ გააცივეთ მაცივარში მინიმუმ ერთი საათით.
სერვირება
გემრიელად მიირთვით!
დააჭირეთ აქ თუ მოამზადეთ კერძი