Search
ან
საქონლის სუკი კომშითა და ქლიავით
30-60 წუთი
საშუალო
მძიმე
500+ კკალ

 “სამზარეულო ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვისა და კულინარიასთან ახლო კავშირის საშუალებაა. 
სამზარეულო ადგილია, სადაც პროცესი არ წყდება. ეს სფეროა, სადაც შეგიძლია იყო მეცნიერი, ხელოვანი ან უბრალოდ კარგი მზარეული.
ჩემთვის მზარეულობა კარგი განწყობის და განვითარების საშუალებაა, კულინარია თავისი არსით ამოუწურავი ინფორმაციაა, სამზარეულო როგორც სპორტული, ასევე შემოქმედებითი სფეროა, სადაც აუცილებელია ნებისყოფა, ხედვა და გემოს დაჭერა.” - ლაშა ნიკორაშვილი, Z10-ის შეფ-მზარეული.

ინგრედიენტები
200 200 გრ. საქონლის სუკი
1 1 კომში
2 2 ქლიავი
1/2 1/2 წითელი ხახვი
20 20 გრ. კარაქი
30 30 მლ. ზეთი
1 1 როზმარინი (ერთი ტოტი)
1 1 მწიკვი მარილი
100 100 მლ. გაწურული ფორთოხლის წვენი
150 150 მლ. წითელი ღვინო
1 1 მწიკვი დარიჩინი
1 1 მწიკვი მიხაკი
1 1 მწიკვი დაღერღილი წიწაკა
20 20 გრ. შაქარი
1 1 კბილი ნიორი
საფეხური 1
ხორცი დავჭრათ ჩვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შემდეგ დავასხათ ტაფაზე ზეთი და დავუმატოთ კარაქი, 1 კბილი ნიორი და როზმარინის ტოტი. გადავიტანოთ ტაფაში ხორცი და შევწვათ სასურველ ზომამდე.
საფეხური 2
ცალკე ვიღებთ ღრმა ტაფას, ვასხამთ ზეთს, ვუმატებთ კარაქს, შემდეგ შაქარს და წითელ ხახვს, რომელსაც გავუკეთებთ კარამელიზაციას. ამის შემდეგ ვუმატებთ ფორთოხლის წვენს, წითელ ღვინოს და სუნელებს. ვადუღებთ იქამდე, სანამ ღვინიდან არ აორთქლდება ალკოჰოლი.
საფეხური 3
შემდეგ ვუმატებთ კომშს (კომში უნდა დარბილდეს). სულ ბოლოს ვუმატებთ ქლიავს და კიდევ ერთხელ წამოვადუღებთ.
საფეხური 4
სერვირებისათვის ნახარშიდან ამოვიღოთ მხოლოდ კომში და ქლიავი, გადავიტანოთ თეფშზე და ზემოდან დავაწყოთ ხორცი. დარჩენილი სოუსი წამოვადუღოთ, რათა ოდნავ შესქელდეს და გამოვრთოთ. მიღებული მასა მოვასხათ თეფშზე მოთავსებულ ხილსა და ხორცს.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!